4 რამ, რასაც ჭკვიანი ინვესტორები კრიპტოვალუტის ყიდვამდე ითვალისწინებენ

Home » სიახლეები » 4 რამ, რასაც ჭკვიანი ინვესტორები კრიპტოვალუტის ყიდვამდე ითვალისწინებენ
20/12/2019
4 რამ, რასაც ჭკვიანი ინვესტორები კრიპტოვალუტის ყიდვამდე ითვალისწინებენ

სხვადასხვა კვლევებმა გვაჩვენა, რომ მილენიალები და ახალგაზრდა ინვესტორები უფრო და უფრო სკეპტიკურები ხდებიან ბანკებისა და სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტების მიმართ. სტატისტიკურად, მათი 40% მზად არის, რომ სამომავლოდ ინვესტიცია კრიპტოვალუტაში განახორციელოს. 

საბედნიეროდ, ახალი ინვესტორებისთვის ციფრული ვალუტებში თანხის დაბანდება ბევრად მარტივია დღეს, შედარებით 2017 წელთან. შესაბამისად, თუ გადაწყვეტ შენც გახდე რომელიმე კრიპტოვალუტის მფლობელი, ამ ოთხს ფაქტორს აუცილებლად მიაქციე ყურადღება. 

ბაზრის კაპიტალიზაცია

რეალურად, ის ქოინები, რომელთა ბაზრის კაპიტალიზაციაც მაღალია, ნაკლებად მგრძნობიარეები არიან სხვადასხვა პოზიტიური თუ ნეგატური სიახლის მიმართ მაშინ, როცა მცირე ბაზრის კაპიტალიზაციის მქონე კრიპტოვალუტების ფასზე, შესაძლოა, მარტივად აისახოს ბაზარზე მომხდარი ცვლილებები. 

სავაჭრო მოცულობა

რეალურად, არსებობს ვალუტები, რომლებიც საკმაოდ პოპულარულია და მათი სავაჭრო მოცულობა საკმაოდ გამჭვირვალედ არის წარმოდგენილი სხვადასხვა კრიპტოსავალუტო პლატფორმაზე, თუმცა არსებობს ნაკლებაც გავრცელებული კრიპტოვალუტები, რომელთა ყიდვის შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ კარგად გამოიკვლიო, თუ რა რაოდენობის ქოინების ყიდვა და გაყიდვა ხდება დღის განმავლობაში.

მაღალი სავაჭრო მოცულობა ნიშნავს, რომ ბევრად მარტივად შეძლებ კრიპტოვალუტის ყიდვას ან გაყიდვას.

რისკები

იქიდან გამომდინარე, რომ კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული რისკები დაზუსტებით არც ერთ ანალიტიკაში არ არის წარმოდგენილი, მზად უნდა იყო გარკვეული ცვლილებებისთვის და სასურველია, თავიდანვე გქონდეს გარკვეული გეგმა.

იმ შემთხვევაში, თუ წინასწარ გაქვს გეგმა, იდეალური საშუალებაა კრიპტოვალუტის ავტომატური ყიდვა/გაყიდვის დავალებით სარგებლობა და იგი ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კრიპტოვალუტების საბაზრო ფასი მიაღწევს შენს სასურველ ფასს. 

შესაბამისად, კარგია როცა იცი, რომ კრიპტოვალუტების სამყაროში მსგავსი ფუნქციით სარგებლობაც შეგიძლია.

უსაფრთხოება

მშვენიერია, რომ ზუსტად იცი და გააანალიზე, რომელი კრიპტოვალუტის ყიდვა გსურს, თუმცა რამდენად სწორად გაქვს შერჩეული პლატფორმა, სადაც მას შეინახავ?

კრიპტოვალუტებში ფულის დაბანდება არც რთული და არც სარისკო არ უნდა გახადო, სწორი გეგმის შედგენისას ისიც გაითვალისწინე, რომ პლატფორმას, რომელსაც აირჩევ, კარგი რეპუტაცია და შესაბამისი დაცვის სისტემა უნდა ჰქონდეს. ამიტომ გარგად გამოიკვლიე კომპანია, რომელსაც შენს ინვესტიციებს ანდობ. 

იმედი გვაქვს, ეს რჩევები ბევრად გაგიმარტივებს კრიპტოვალუტების ყიდვის პროცესს და 2020 წელი შენთვის ბევრად საინტერესო და მომგებიანი ინვესტიციების განხორციელებით დაიწყება. 

© 2018 MyCoins.ge all rights reserved