4 ვირტუალური კრიპტო კონფერენცია, რომელსაც შეგიძლია სახლიდან ადევნო თვალი

Home » სიახლეები » 4 ვირტუალური კრიპტო კონფერენცია, რომელსაც შეგიძლია სახლიდან ადევნო თვალი
27/03/2020
4 ვირტუალური კრიპტო კონფერენცია, რომელსაც შეგიძლია სახლიდან ადევნო თვალი

კრიპტო ინდუსტრიასაც სწრაფი ადაპტირება მოუწია კორონავირუსის პანდემიასთან. ძირითადი კონფერენციები გადაიდო, გაუქმდა ან ვირტუალურ სამყაროში გადავიდა. #დარჩისახლში ჩვენ მოგიყვებით იმ კონფერენციებზე, რომლებსაც ონლაინ შეგიძლია თვალი ადევნო.

Blockdown ციფრული კონფერენცია 16-17 აპრილს აიღებს სტარტს და მოიცავს ინტერაქციულ საუბრებს, ინტერვიუებს, ნეთვორქინგის შესაძლებლობებს. კონფერენციაზე ინდუსტრიის მნიშვნელოვანი სპიკერები მოიყრიან თავს, მათ შორის იქნება Bitcoin.com-ის აღმასრულებელი დირექტორი Roger Ver.

DeFi Full-Stack – 1-2 მაისს ჩატარდება და ის მიზნად ისახავს დეველოპერების ცოდნის გაღრმავებას უკეთესი DeFi პროდუქტების შესაქმნელად. სპიკერებს 20 წუთიანი სიტყვით გამოსვლა შეეძლებათ, 10 წუთი კი კითხვებს დაეთმობა. კონფერენციაზე Coinbase-ის წარმომადგენლებიც იქნებიან. ბილეთები სრულიად უფასოა და რეკომენდებულია წინასწარი რეგისტრაცია.

Consensus – Coindesk-ის ყოველწლიური სამიტია, რომელიც ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ივენთია. წელს პირველად ის ვირტუალური სახით ჩატარდება და დასწრებაც თავისუფალი იქნება. ივენთზე კრიპტოინდუსტრიის ყველაზე ტრენდული სიახლეები იქნება განხილული.

Messari Mainnet ივენთი დეცენტრალიზებული ფულის განვითარების პერსპექტივების განხილვაზე იქნება ორიენტირებული. ღონისძიება 1-3 ივნისს ჩატარდება და 100-ზე მეტი სპიკერი მიიღებს მონაწილეობას.

რომელ ღინისძიებას ნახავ?

წყარო: bitcoin.com

© 2020 MyCoins.ge all rights reserved