ეთერიუმი წინ გაიჭრა და 2018 წლის სექტემბრის შემდეგ ფასის უმაღლეს მაჩვენებელს მიაღწია!

Home » ეთერიუმი » ეთერიუმი წინ გაიჭრა და 2018 წლის სექტემბრის შემდეგ ფასის უმაღლეს მაჩვენებელს მიაღწია!
30/05/2019
ეთერიუმი წინ გაიჭრა და 2018 წლის სექტემბრის შემდეგ ფასის უმაღლეს მაჩვენებელს მიაღწია!
  • ვაჭრობის შეზღუდული დიაპაზონის შემდეგ ეთერიუმიც გამოცოცხლდა და გაორმაგებული ძალებით იწყებს ზრდას.
  • ეთერიუმმა წლის ახალ მაქსიმუმს მიაღწია და 290 დოლარი უჩვენა.
  • ეთერიუმის მიმართ მსხვილი კომპანიებისგან დაინტერესება იზრდება – Ernst & Young, Microsoft და Amazon

სხვა კრიპტოვალუტებთან ერთად ეთერიუმიც გამოცოცხლდა და გაორმაგებული ძალებით აგრძელებს ზრდას. 2019 წლის თებერვლის თვიდან მოყოლებული ეთერიუმის ფასი ზრდის ტრენდით ხასიათდება, ხოლო მაისის თვეში ზრდის ტენდენცია კიდევ უფრო გაძლიერდა და 30 მაისს, წლის უმაღლესი მაჩვენებელი – 290 დოლარი უჩვენა.

ethereum

სურათის წყარო: coinmarketcap.com

ეთერიუმით უკვე დაინტერესებულია ბევრი დიდი კომპანია, მათ შორის არის Ernst & Young, რომელმაც შექმნა ეთერიუმის ბლოკჩეინ პლატფორმაზე დაფუძნებული აპლიკაცია, რომელიც გამოიყენება ფინანსური და ლოჯისტიკური ოპერაციების აღსარიცხავად ისეთ მსხვილ კორპორატიულ კლიენტებთან, როგორებიც არიან Amazon, Apple, Google.

ამ მომენტისათვის ეთერიუმის ფასი MyCoins.ge-ზე 291.96 დოლარია (გაყიდვის შემთხვევაში 274.61 დოლარი)


სტატიის წყარო: https://myc.ge/2MdYStR

სტატიის წყარო: https://myc.ge/2EJ20YA

სტატიის წყარო: https://myc.ge/2VWoXNO

© 2020 MyCoins.ge all rights reserved