6 საინტერესო ფილმი კრიპტოვალუტებზე

Home » სიახლეები » 6 საინტერესო ფილმი კრიპტოვალუტებზე
28/11/2019
6 საინტერესო ფილმი კრიპტოვალუტებზე

უქმეები მოახლოვდა, ჩვენ კი თავი მოვუყარეთ რამდენიმე ფილმს, რომელიც შეგიძლია ნახო კრიპტოვალუტებზე და უფრო მეტი გაიგო რევოლუციურ ციფრულ ფულზე.

Life of Bitcoin

ფილმი 100 დღიან ექსპერიმენტზე გვიყვება, რომელიც წყვილმა ჩაატარა. მათ გადაწყვიტიეს 100 დღის განმავლობაში მხოლოდ ბიტკოინებით გადაეხადათ და არც ერთხელ არ გამოეყენებინათ ტრადიციული ვალუტა.

საინტერესოა, როგორი იყო მათი 100 დღე და რამდენად შეძლეს ყველა საჭირო ნივთის/მომსახურების კრიპტოვალუტით მიღება?

Bitcoin: The end of money as we know it

Torsten Hoffmann-ის ეს ფილმი ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარია კრიპტოვალუტების, კერძოდ კი ბიტკოინის გარშემო. დოკუმენტური ფილმი გვიყვება, თუ როგორ და რატომ შეუძლია ბიტკოინს ტრადიციული ფული ჩანაცვლება.

Deep Web

ფილმი გვიყვება Silk Road-თან დაკავშირებული მოვლენების, ინტერნეტის და ბიტკოინის შესახებ. ბონუსად კი იმასაც ვიღებთ, რომ კრიპტო ენთუზიასტის მთავარ როლს, თვით კიანუ რივზი თამაშობს.

Bitcoins in Argentina

არგენტინის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ტრადიციული ვალუტების ინფლაციაა. ინფლაციას დრამატული შედეგები ვენესუელაშიც აქვს. ფილმი გვიყვება ისტორიას, თუ რა გავლენა მოახდინა ბიტკოინმა ასეთ ქვეყნებში არსებულ რეალობაზე.

I am Satoshi

ნამუშევარში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ექსპერტების ინტერვიუ გვხვდება, სადაც ისინი განმარტავენ, თუ როგორ შეუძლია ბიტკოინს რევოლუციის მოხდენა სავალუტო, სავაჭრო და ფინანსურ სისტემაზე.

Trust Machine

დოკუმენტური ფილმი ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე მოგვითხრობს, სრულად განმარტავს მას და ხაზს უსვამს მის შესაძლებლობებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2019 წელიც საკმაოდ პროდუქტიული გამოდგა კრიპტოვალუტების ირგვლივ კინოინდუსტრიის დაინტერესების კუთხით და ამ სფეროს ენთუზიასტები უკვე ველით რამდენიმე საინტერესო ნამუშევარს.

ამავდროულად, საქართველოშიც იღებენ ფილმს კრიპტოვალუტებზე, რომელიც რამდენიმე ეპიზოდიანი იქნება და უახლოეს მომავალში გაგიზიარებთ მის შესახებ ინფორმაციას.

შენ რომელ ფილმს გამოარჩევდი?

© 2020 MyCoins.ge all rights reserved