დეშის ფასმა ოთხშაბათს უეცარი ზრდა განიცადა და 2017 წლის ივლისის შემდეგ უმაღლეს ნიშნულს, $136.51-ს მიაღწია. ამის შედეგად კრიპტოსავალუტო ბაზარზე ის მე-11 პოზიციაზე აღმოჩნდა, $1 მილიარდიანი საბაზრო წილით.
ხარების რამდენიმე დღიანი აქტიურობის შემდეგ, კონტროლი ისევ დათვებმა აიღეს და დღევანდელი მდგომარეობით დეშის ფასი $117.75-იან ნიშნულზე ჩამოვიდა.
რა ხდება დეშის ირგვლივ?
ბევრი ანალიტიკოსი, ინვესტორი და ექსპერტი ცდილობს ახსნას დეშის ფასის უეცარი ზრდა.
ამ ყველაფრის ერთ-ერთი მიზეზად ვენესუელაში არსებულ ინტერნეტის პრობლემებს განიხილავენ. დეშის გაგზავნა და მიღება SMS-ის საშუალებითაც არის შესაძლებელი, რაც ზრდის მის მიმართ დაინტერესებას. თუმცა ეს ფაქტი სრულად არ სცემს არსებულ კითხვებს პასუხს.
CoinMarketCap-ის მიხედვით, დეშის სავაჭრო მოცულობა კვირის მანძილზე $223 მილიონიდან $2.2 ტრილიონამდე გაიზარდა.
Nomics-ის მიხედვით კი მისი სავაჭრო მოცულობა ამჯერად $290 მილიონია, რაც 173%-იან ზრდას ნიშნავს.
დეში 2014 წლიდან გამოჩნდა კრიპტოსავალუტო ბაზარზე, თავდაპირველად მისი სახელი XCoin (XCO) იყო, შემდეგ DarkCoin, ამჟამინდელი სახელი კი 1 წელში, რებრენდინგის შედეგად მიიღო.
საინტერესოა, ისევ გააგრძელებს დეშის ფასი ზრდას თუ თავის სტაბილურ მდგომარეობას დაუბრუნდება?
გადახედე დეშის ფასს მაიქონსზე და შენს პროგნოზებზე დაყრდნობით მიიღე ყიდვა/გაყიდვის გადაწყვეტილება.
წყარო: https://myc.ge/2Rz0mi7