62%-იანი ზრდა რამდენიმე საათში – დეში კრიპტოსამყაროს ყურადღების ცენტრშია

Home » სიახლეები » 62%-იანი ზრდა რამდენიმე საათში – დეში კრიპტოსამყაროს ყურადღების ცენტრშია
16/01/2020
62%-იანი ზრდა რამდენიმე საათში – დეში კრიპტოსამყაროს ყურადღების ცენტრშია

დეშის ფასმა ოთხშაბათს უეცარი ზრდა განიცადა და 2017 წლის ივლისის შემდეგ უმაღლეს ნიშნულს, $136.51-ს მიაღწია. ამის შედეგად კრიპტოსავალუტო ბაზარზე ის მე-11 პოზიციაზე აღმოჩნდა, $1 მილიარდიანი საბაზრო წილით.

coin 360

ხარების რამდენიმე დღიანი აქტიურობის შემდეგ, კონტროლი ისევ დათვებმა აიღეს და დღევანდელი მდგომარეობით დეშის ფასი $117.75-იან ნიშნულზე ჩამოვიდა.

რა ხდება დეშის ირგვლივ?

ბევრი ანალიტიკოსი, ინვესტორი და ექსპერტი ცდილობს ახსნას დეშის ფასის უეცარი ზრდა.

ამ ყველაფრის ერთ-ერთი მიზეზად ვენესუელაში არსებულ ინტერნეტის პრობლემებს განიხილავენ. დეშის გაგზავნა და მიღება SMS-ის საშუალებითაც არის შესაძლებელი, რაც ზრდის მის მიმართ დაინტერესებას. თუმცა ეს ფაქტი სრულად არ სცემს არსებულ კითხვებს პასუხს.

CoinMarketCap-ის მიხედვით, დეშის სავაჭრო მოცულობა კვირის მანძილზე $223 მილიონიდან $2.2 ტრილიონამდე გაიზარდა.

Nomics-ის მიხედვით კი მისი სავაჭრო მოცულობა ამჯერად $290 მილიონია, რაც 173%-იან ზრდას ნიშნავს.

დეში 2014 წლიდან გამოჩნდა კრიპტოსავალუტო ბაზარზე, თავდაპირველად მისი სახელი XCoin (XCO) იყო, შემდეგ DarkCoin, ამჟამინდელი სახელი კი 1 წელში, რებრენდინგის შედეგად მიიღო.

საინტერესოა, ისევ გააგრძელებს დეშის ფასი ზრდას თუ თავის სტაბილურ მდგომარეობას დაუბრუნდება?

გადახედე დეშის ფასს მაიქონსზე და შენს პროგნოზებზე დაყრდნობით მიიღე ყიდვა/გაყიდვის გადაწყვეტილება.

წყარო: https://myc.ge/2Rz0mi7

© 2020 MyCoins.ge all rights reserved