99%-ით ახლოს ჰალვინგთან – კრიპტოსამყარო 12 მაისისთვის ემზადება

Home » სიახლეები » 99%-ით ახლოს ჰალვინგთან – კრიპტოსამყარო 12 მაისისთვის ემზადება
29/04/2020
99%-ით ახლოს ჰალვინგთან – კრიპტოსამყარო 12 მაისისთვის ემზადება

დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, ჰალვინგის დღეც ნელ-ნელა ახლოვდება. ახლა უკვე 99%-ით ახლოს ვართ კრიპტოვალუტების სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენასთან.

ამასთან დაკავშირებით, Bitcoin Block Bot (@BTCBlockBot)-მა სახალისო პოსტი გამოაქვეყნა:

ამავდროულად, არა ერთი პროგნოზი გაკეთდა მოახლოებულ ივენთთან დაკავშირებით, განსაკუთრებული მსჯელობის საგანია ის, თუ როგორ აისახება ჰალვინგი ბიტკოინის ფასზე.

Morgan Creek Digital-ის ანალიტიკოსების თქმით, ბიტკოინის ფასი შემცირდება ჰალვინგის პერიოდში, თუმცა ეს ყველაფერი იმის წინაპირობა იქნება, რომ სექტემბერში ის გაიზრდება ისე, როგორც არასდროს. თუმცა ეს პროგნოზი სხვა განცხადებებთან შედარებით, ბევრად ხმამაღლად ჟღერს.

საინტერესო დეტალი ჰალვინგის მოვლენასთან დაკავშირებით ისაა, რომ მის შედეგად ბიტკოინის ინფლაცია ტრადიციულ ვალუტებთან შედარებით საგრძნობლად დაბალი იქნება.

როგორც ანალიტიკოსმა Mati Greenspan-მა ცოტა ხნის წინ აღნიშნა, ბიტკოინის წლიური ინფლაციის მაჩვენებელი განახევრების შემდეგ 1.8% იქნება. მსოფლიოში ტრადიციული ვალუტების ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი კი 3.41%-ია. ეს, თავისთავად, ბიტკოინს კიდევ უფრო მიმზიდველ აქტივს გახდის.

საინტერესოა, რომელი პროგნოზები გამართლდება ჰალვინგის ივენთთან დაკავშირებით და იქონიებს თუ არა ამ პროცესებზე გავლენას მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი ვითარება?

წყარო: https://bit.ly/2KK6Wix

© 2020 MyCoins.ge all rights reserved