MakerDao – ს მომხმარებლებმა ე.წ. სტაბილური კრიპტოვალუტის DAI – ის „სტაბილურობის საფასურის“ 2 % – ით ზრდას მხარი დაუჭირეს

Home » სიახლეები » MakerDao – ს მომხმარებლებმა ე.წ. სტაბილური კრიპტოვალუტის DAI – ის „სტაბილურობის საფასურის“ 2 % – ით ზრდას მხარი დაუჭირეს
11/03/2019
MakerDao – ს მომხმარებლებმა ე.წ. სტაბილური კრიპტოვალუტის DAI – ის „სტაბილურობის საფასურის“ 2 % – ით ზრდას მხარი დაუჭირეს

ბლოკჩეინ ორგანიზაციის MakerDao (Maker) – ს მიერ 2019 წლის 7 მარტს ჩატარებული კენჭისყრის შედეგად მომხმარებლებმა მხარი დაუჭირეს სტაბილური[1] კრიპტოვალუტის Dai (DAI) – ს ე.წ. სტაბილურობის საფასურის 3.5 პროცენტამდე გაზრდას. დეცენტრალიზებულმა ავტონომიურმა ორგანიზაციამ (DAO) – მ, რომელიც ეთერიუმის პლატფორმაზეა დაფუძნებული, პირველად მომხმარებლებისათვის ხმის მიცემის ფუნქცია 4 მარტს ჩართო. გამართული კენჭისყრის შედეგად მომხმარებლებმა მხარი დაუჭირეს სტაბილურობის საფასურის 1.5 პროცენტიდან 3.5 პროცენტამდე ზრდას – მანამ, სანამ DAI – ს ფასების მერყეობის ტრენდი არ დასტაბილურდება. Maker – ის თქმით, განაკვეთის ზრდის ერთ – ერთ მთავარ ფაქტორს DAI – ის ფიქსირებული ღირებულების (1 DAI – 1 ა.შ.შ. დოლარი) ვარდნა წარმოადგენდა, რადგან ბაზრებზე აღნიშნული კრიპტოვალუტა ერთ ერთეულ ა.შ.შ. დოლარზე ნაკლებად ივაჭრებოდა. DAI დაფუძნებულია ERC-20 ტიპის სტაბილურ მონეტაზე, რომელიც მიზნად ისახავს კრიპტოვალუტის ღირებულების 1:1 – ზე ა.შ.შ. დოლართან დაფიქსირებას. აღსანიშნავია ისიც, რომ ზემოთხსენებული კრიპტოვალუტა ნაწილობრივ გამოიყენება სახსრების გასასესხებლად Maker – ის მიერ უზრუნველყოფილი სასესხო პოზიციის (CDP) სტრუქტურის მიერ.

განაცხადის მიხედვით, CDP სტრუქტურის სტიმულირება სტაბილურობის განაკვეთის ზრდის მეშვეობით, (რომელიც საბოლოოდ მიმოქცევაში არსებული კრიპტოვალუტის რაოდენობას შეამცირებს) ერთ – ერთ ოპტიმალურ გამოსავლად განიხილება. ამავდროულად, აღსანიშნავია ისიც, რომ სტაბილურობის საფასური მიმდინარე წელს თებერვალში უკვე ორჯერ გაიზარდა და ორივეჯერ მაჩვენებელმა 0.5 პროცენტით მოიმატა. თუმცა, კომბინირებული ერთ პროცენტიანი ზრდის შედეგი უმნიშვნელო იყო. Maker – ის ძირითადი  კრიპტოვალუტა MKR მიმდინარე მონაცემების მიხედვით (2019 წლის 8 მარტი), მე – 16 ადგილს იკავებს მსოფლიოს უმსხვილეს კრიპტოვალუტებს შორის და ერთი ერთეულის ფასი 675 ა.შ.შ. დოლარს უტოლდება. თავის მხრივ, ერთი ერთეული DAI – ს ფასი 0.991 ა.შ.შ. დოლარია, რაც მცირედი ჩამორჩება დაფიქსირებულ მაჩვენებელს.[2]


[1] კრიპტოვალუტა, რომელიც მიმაგრებულია რაიმე აქტივის ღრებულებაზე (ამ შემთხვევაში ქაღალდის ფულზე)

[2] წყარო: https://cointelegraph.com/news/makerdao-users-vote-to-raise-stablecoin-dais-stability-fee-by-2

© 2020 MyCoins.ge all rights reserved