ბიტკოინი (BTC) კვლავ $40,000-ს უახლოვდება, ამის მიზეზი კი ამჯერად Amazon-ის მიერ ბოლო დღეების მანძილზე ბაზარზე განხორციელებული აქტივობებია.
მარკეტზე N1 კრიპტოვალუტა, ბოლო რაომდენიმე საათის განმავლობაში 15%-ით გაიზარდა და მის ბოლო დროის უმაღლეს ნიშნულს – $39,681-ს მიაღწია.
Amazon-მა გასულ კვირას გამოაცხადა ვაკანსია ციფრული ვალუტის პროდუქტის ხელმძღვანელობის განხრით, რითაც გავრცელდა ხმა, რომ Amazon სულ მცირე დროში გადახდების კრიპტოვალუტაში მიღებას გახდის შესაძლებელს.
ექსპერტების აზრით, ისეტი გიგიანტი კომპანიის მხარდაჭერა, როგორიც Amazon არის, ძალიან დიდი ბიძგის მიმცემი იქნება, როგორც ბიტკოინის (BTC) ასევე სხვა მოწინავე კრიპტოვალუტებისთვის.
ბიტკოინის (BTC) ფასის ზრდა მარტივად აღქმადი რომ გავხადოთ – შენ რომ ბიტკოინი (BTC) სულ რაღაც 2 დღის წინ $1,000-ით გეყიდა, დღეს შენი ჩადებული თანხა უკვე $1,330 გახდებოდა.
რას ფიქრობ, წლის ბოლომდე როგორ შეიცვლება ეს რიცხვები?