ინოვაციური ცვლილებები კრიპტოსავალუტო ბაზარზე – გასული კვირის მიმოხილვა (07/05/2018 – 13/05/2018)

Home » სიახლეები » ინოვაციური ცვლილებები კრიპტოსავალუტო ბაზარზე – გასული კვირის მიმოხილვა (07/05/2018 – 13/05/2018)
14/05/2018
ინოვაციური ცვლილებები კრიპტოსავალუტო ბაზარზე – გასული კვირის მიმოხილვა (07/05/2018 – 13/05/2018)

ბოლო დროს განვითარებული მოვლენები
კრიპტოვალუტო ბაზარმა წინა კვირიდან მოყოლებული, მიმდინარე კვირაც დაბალ ნოტაზე დაასრულა. კრიპტოვალურების უმეტესობის ბაზრის კაპიტალიზაციის მაჩვენებლებმა საგრძნობლად დაიკლო. მთლიანი ბაზრის კაპიტალიზაცია ყველა ელექტრონული ვალუტისათვის პირველად ჩამოცდა 400 მილიარდ ა.შ.შ. დოლარს 26 აპრილის შემდეგ, და ამავდროულად კვირიდან კვირამდე ჭრილში მისი მოცულობა დაახლოებით 16 % – ით შემცირდა. მიმდინარე მონაცემების მიხედვით, ბაზრის ღირებულება (კაპიტალიზაცია) დაახლოებით 386 მილიარდ ა.შ.შ. დოლარს შეადგენს და მოსალოდნელია, რომ მისი მოცულობა კიდევ უფრო შემცირდეს, რაც გამოსახულია მონაცემების დაღმავალ ტრენდებში. ვალუტების ინდივიდუალურ დონეზე განხილვის შემთხვევაში, ბიტკოინის ფასი 12 % – ით შემცირდა (კვირიდან კვირამდე ჭრილში) და ამ მონაცემით მან გაუფასურების ყველაზე დაბალი მაჩვენებლი დააფიქსირა მის ახლო ჩამნაცვლებლებთან შედარებით (ეთერიუმის და EOS – ს ფასი 15 % – ით, ხოლო რიპლის ფასი 34 % – ით შემცირდა დროის იგივე დიაპაზონში).
ბიტკოინის უპირატესობა სხვა ვალუტებთან შედარებით მისი კაპიტალიზაციის მაჩენებლებით აიხსნება. აპრილის ბოლო კვირიდან მოყოლებული მისი საბაზრო პოზიცია (წილი მთლიან კაპიტალიზაციაში) 38 % – ს აცდა. აღნიშნული ცვლილება სავარაუდოდ გამოწვეულია სხვა კონკურენტი ვალუტებიდან ბიტკოინზე გადართვით. ფასების ვარდნიდან გამომდინარე კრიპტოვალუტების მფლობელებმა სხვა ალტერნატიული ვალუტების ფლობას ბიტკოინის ფლობა ამჯობინეს, რამაც საბოლოოდ ბიტკოინის კაპიტალიზაციის მოცულობა გაზარდა. აქედან გამომდინარე, ბიტკოინის შედარებით უკეთესი საბაზრო მდგომარეობა მოულოდნელობას აღარ წარმოადგენს. ბაზრის კაპიტალიზაციის მიხედვით, 25 კრიპტოვალუტას შორის რომლებმაც ყველაზე დიდი ზარალი განიცადეს, ნემ – ი (NEM), სტელარი (stellar) და კარდანო (cardano) მოწინავე ადგილებს იკავებენ. თუმცა ამ კვირის მოცამებით, შედარებით ნაკლებად ცნობილმა კრიპტოვალუტებმა, ბაიტკოინმა (bytecoin) და ზილიქამ (zilliqa) კაპიტალიზაციის მაჩენებლების გაუმჯობესება დააფიქსირეს.[1]
ამავდროულად აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სამხრეთ კორეის მთავრობამ რეიდი ჩაატარა სამხრეთ კორეის ყველაზე დიდ კრიპტოვალუტების გაცვლის ბაზარზე (UPbit) პოტენციური თაღლითობის საფუძველზე. სახელმწიფოს წარმომადგენლების მიხედვით, UPbit – ი ეჭვმიტანილია მომხმარებლებისათვის ისეთ კრიპტოვალუტების მიყიდვით რომელსაც იგი რეალურად არც კი ფლობს. ეჭვის საფუძველზე, ოფიციალურმა წარმომადგენლებმა კონფისკაცია გაუკეთეს UPbit – ის მყარ დისკებს, ჩანაწერების გადასამოწმებლად. მომხდარიდან გამომდინარე, სანამ მთავრობა გამოიკვლევს არსებულ შემთხვევას, კრიპტოვალუტების გაცვლის ბაზარი შენელდება, რაც სავარაუდოდ შეამცირებს ტრანზაქციების მოცულობას. აღსანიშნავია ისიც, რომ სამხრეთ კორეაში, 2018 წლის მარტში ჩატარებული რეიდების საფუძველზე, სამი მოწინავე სავალუტო გაცვლის ბაზარი შეამოწმეს მომხმარებლების საკუთრებაში არსებული კრიპტოვალუტების მითვისების ბრალდებით, და შესაბამისად მარტის თვეშიც ბაზრის აქტივობის მნიშვნელოვანი კლება შეინიშნა. აქედან გამომდინარე, ვინაიდან სამხრეთ კორეის კრიპტოსავალუტო გაცვლის ბაზარი მსოფლიოს ერთ – ერთ მოწინავე ბაზარს წარმოადგენს, იქ მომხდარი ცვლილებები, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ელექტრონული ვალუტების გლობალურ ტრენდებზე.[2]
წამყვანი კრიპტოვალუტები და მათი ანალიზი
მიმდინარე მონაცემებზე დაყრდნობით, დღესდღეობით, ბრუნვის მოცულობის მიხედვით, მოწინავე ელექტრონულ ვალუტებს წარმოადგენს: ბიტკოინი / Bitcoin, ბიტკოინ ქეში / Bitcoin Cash, ეთერიუმი / Ethereum, რიპლი / Ripple,  ლაითკოინი / Litecoin, დეში / Dash, ტრონი / Tron, ბინანს კოინი / Binance Coin, კარდანო / Cardano, იოტა / IOTA, მონერო / Monero და ასე შემდეგ. ჩამოთვლილი კრიპტოვალუტებიდან პიველი 6 ვალუტით ვაჭრობა შესაძლებელია eMoney – ს ელექტრონული საფულის მეშვეობით, რომლის უპირატესობას ბაზარზე საქმიანობის დიდი გამოცდილება წარმოადგენს. იგი პირველი იყო, რომელმაც ბაზარზე (2007 წლიდან) პირველი მულტისავალუტო ელექტრონული საფულე შექმნა, რამაც დიდი გამოცდილებისა და ცოდნის დაგროვების საშუალება მისცა აღნიშნულ სფეროში. ამავდროულად, eMoney – ს 2 მილიონზე მეტი მომხმარებელი ყავს ვინაიდან იგი უზრუნველყოფს დაცულ, გამართულ და უსაფრთხო სისტემას, რაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს მომხმარებლისათვის სრული და გამართული მომსახურების შესათავაზებლად კრიპტოვალუტებით ვაჭრობის დროს, როგორიცაა ყიდვა / გაყიდვა, გაგზავნა და მოთხოვნა.
კვირის მიმოხილვის ჭრილში, ამ სტატიაში განვიხილავთ იმ კრიპტოვალუტების ბოლო ერთი კვირის (7/05/2018 – 13/05/2018) საბაზრო ტენდენციებს, რომელთა ვაჭრობაც შეგიძლიათ  eMoney – ს ელექტრონული საფულის დახმარებით.
ბიტკოინი / Bitcoin
ბოლო პერიოდის განმავლობაში ბიტკოინის ფასმა საგრძნობი ცვლილებები განიცადა. კერძოდ მისმა ფასმა კვირის დასაწყისში ზრდა დაიწყო  7,394 $ – იანი ნიშნულიდან და კვირის ბოლოს 8673,36 $ – ს მიაღწია. ერთი კვირის განმავლობაში ფასის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 9 მაისს დაფიქსირდა და დაახლოებით 9.325 $ – ს გაუტოლდა.
Bitcoin
ფიგურა 1: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/bitcoin/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)
პროცენტულ ერთულებში მინიმალურ და მაქსიმალურ ფასებს შორის განსხვავებამ  დაახლოებით 26 % – ს მიაღწია, ხოლო კვირის დასაწყისიდან ბოლო დღის ჩათვლით ზრდა დაახლოებით 17 % – ს მიუახლოვდა.
ბიტკოინის ბაზრის კაპიტალიზაციის მაჩვენებლებზე დაყრდნობით, გასული კვირის განმავლობაში მისი ღირებულება 164.16 მილიარდი აშშ დოლარიდან 147.72 მილიარდ აშშ დოლარამდე შემცირდა, რაც შესაბამისად მსოფლიოში ნავაჭრი ბიტკოინების მთლიანი მოცულობის ღირებულების კლებას გვიჩვენებს. ამ კვირის ჭრილში ბაზრის კაპიტალიზაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კვირის დასაწყისში 164.16 მილიარდ აშშ დოლარზე მეტს შეადგენდა და შესაბამისად ყველაზე მაღალ და მინიმალურ კაპიტალიზაციის მონაცემებს შორის პროცენტული სხვაობა დაახლოებით 14 % – ს გაუტოლდა.
ბიტკოინ ქეში / Bitcoin Cash
ჩვენს ხელთ არსებული მონაცემების მიხედვით, ერთი ერთეული ბიტკოინ ქეშის ფასი 1,472.4 $ – სა და 1655.2 $ – ს შორის მერყეობდა. ბიტკოინისაგან განსხვავებით ბიტკოინ ქეშის ფასის მერყეობა საგრძნობლად განსხვავებულია. ამავდროულად, მაქსიმალური მაჩვენებლიდან 13 მაისამდე ფასის შემცირების ტენდენცია შეიმჩნევა, სადაც ფასის ნიშნული 1,479.19 $ – ს უტოლდება. პროცენტულ ერთეულებში, მაქსიმალურ და მინიმალურ მაჩვენებელს შორის სხვაობა 12 % – ს შეადგენს.
Bitcoin Cash
ფიგურა 2: წყარო : https://coinmarketcap.com/currencies/bitcoin-cash/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)
კაპიტალიზაციის მაჩვენებლების მიხედვით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ნავაჭრი ბიტკოინ ქეშის ღირებულება ბაზარზე 30.23 მილიარდი აშშ დოლარიდან 25.33 მილიარდ აშშ დოლარამდე შემცირდა. ყველაზე მინიმალური ნიშნული რასაც კაპიტალის მოცულობამ მიაღწია თორმეტ მაისს დაფიქსირდა 23.56 მილიარდ ა.შ.შ. დოლარზე. ბოლო კვირის მიხედვით, კაპიტალიზაციის ყველაზე მაღალმა მაჩვენებელმა 30.23 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. შედეგად, მაქსიმალურ და მინიმალურ ნიშნულებს შორის პროცენტული განსხვავება დაახლოებით 28 % – ს მიაუახლოვდა.
ეთერიუმი / Ethereum
ერთი კვირის განმავლობაში ეთერიუმის ფასის მინიმალური ნიშნული 679.59 $ – ზე, ხოლო მაქსიმალური ფასის მაჩვენებელი კი 7 მაისს დაფიქსირდა და დაახლოებით 753.73 $ შეადგინა. აღსანიშნავია, რომ პროცენტულ ჭრილში მინიმალურ და მაქსიმალურ ფასებს შორის განსხვავება 11 % – ს მიუახლოვდა.
ethereum
ფიგურა 3: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/ethereum/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)
რაც შეეხება ეთერიუმის ბაზრის კაპიტალიზაციას, მაქსიმალური მოცულობა გასული კვირის დასაწყისში დაფიქსირდა და დაახლოებით 78.76 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ამავდროულად,  განსხვავება მინიმალურ და მაქსიმალურ კაპიტალიზაციის მონაცემებს შორის დაახლოებით 17 % – ს აღწევს.
რიპლი / Ripple
ზოგადად, სხვა კრიპტოვალუტებთან შედარებით, რიპლის ფასი გაცილებით დაბალია და მისი ფასის მერყეობაც არც თუ ისე შესამჩნევია. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ერთი ერთეული რიპლის ფასი 0.68 $ – სა და 0.83 $ – ს შორის მერყეობდა. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 11 მაისს, ხოლო ყველაზე მაღალი 7 მაისს დაფიქსირდა 0.83 $ -იან ნიშნულზე. პროცენტულ მაჩვენებლებში, კვირის დასაწყისიდან, 6 მაისამდე რიპლის ფასი 10 % – ით შემცირდა.
ripple
ფიგურა 4: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/ripple/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)
გასული კვირის განმავლობაში ვაჭრობის ღირებულების ყველაზე მაღალმა მაჩვენებელმა 35.09 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია და პროცენტულმა განსხვავებამ მაქსიმალურ და მინიმალურ კაპიტალიზაციის მაჩვენებლებს შორის 27 % შეადგინა.
ლაითკოინი / Litecoin
წინა კვირის მსგავსად, ლაითკოინის საბაზრო ტრენდები, მიმდინარე კვირაშიც რიპლის მსგავს ტენდენციებს იმეორებს. ლაითკოინის ფასმა კვირის დასაწყისში კლება დაიწყო, და ბოლოსკენ უმნიშნელო მატება განიცადა. კვირის ბოლოს ფასი 144.49 $ – ს გაუტოლდა. მინიმალური მაჩენებელი 137.12 $ – ზე დაფიქსირდა და კვირის ბოლომდე ფასმა ზრდის ტენდენცია შეინარჩუნა. კვირის დასაწყისიდან ბოლომდე ფასის პროცენტულმა ცვლილებამ -12 % შეადგინა, და ამავდროულად მინიმალურ და მაქსიმალურ ფასებს შორის პროცენტულმა სხვაობამ 20 % შეადგინა.
litecoin
ფიგურა 5: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/litecoin/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)
კაპიტალიზაციის მხრივ სიტუაცია მსგავს ტენდენციას იმეორებს. კვირის დასაწყისში ვაჭრობის მოცულობამ კლება დაიწყო, თუმცა კვირის ბოლოს უმნიშვნელო ზრდა დაფიქსირდა. ბაზრის კაპიტალიზაციის მინიმალური მაჩვენებელი 7.75 მილიარდ აშშ დოლარზე დაფიქსირდა და შესაბამისად პროცენტული ცვლილება მაქსიმალურ და მინიმალურ მაჩვენებლებს შორის დაახლოებით 25 % – ს გაუტოლდა. ამავდროულად, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კაპიტალიზაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გასული კვირის დასაწყისში 7 მაისს დაფიქსირდა და 9.68 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.
დეში / Dash
დეშის შემთხვევაში, კვირის დასაწყისში ფასი იწყებს შემცირებას და კვირის ბოლოსკენ შესამჩნევად იწყებს ზრდას. მაქსიმალური მაჩვენებელი 7 მაისს დაფიქსირდა და ყველაზე მცირე ნიშნული 11 მაისს 394.21 $ – ს გაუტოლდა. შესაბამისად, მაქსიმალურ და მინიმალურ ფასებს შორის განსხვავებამ 16 % შეადგინა.
dash
ფიგურა 6: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/dash/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)
ბაზრის კაპიტალიზაციის ტრენდი უმნიშვნელოდ განსხვავდება ფასების ტრენდისაგან. ვაჭრობის ყველაზე მაღალმა მოცულობამ კვირის დასაწყისში 3.91 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. კაპიტალიზაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი თორმეტ მაისს დაფიქსირდა და შესაბამისად მაქსიმალურსა და მინიმალურ ბრუნვას შორის პროცენტული განსხვავება 25 % – ს გაუტოლდა.
საბაზრო ტრენდების ანალიზთან ერთად, ასევე საინტერესოა თუ როგორ იცვლება ბაზრის კაპიტალიზაციის პროცენტული მაჩენებლები ბოლო ერთი კვირის განმავლობაში. eMoney – ს საფულეში არსებული კრიპტოვალუტების ჯამური კაპიტალიზაციის მაჩენებლების მიხედვით, 7 მაისს ყველაზე მაღალი წილი ვაჭრობაში ბიტკოინს უკავია (დაახლოებით 51 %), ხოლო შემდეგ ორ ადგილს ეთერიუმი (დაახლოებით 25 %) და რიპლი (დაახლოებით 11%) ინაწილებენ.
7.5.2018
ფიგურა 7: კაპიტალიზაციის წილები eMoney – ს საფულეში არსებული კრიპტოვალუტების მიხედვით (7/05/2018)
13.5.2018
ფიგურა 8: კაპიტალიზაციის წილები eMoney – ს საფულეში არსებული კრიპტოვალუტების მიხედვით (13/05/2018)
კვირის ბოლომდე, ბიტკოინისგან განსხვავებით კაპიტალიზაციის მაჩვენებლებით სხვა კრიპტოვალუტების მოცულობა უმნიშვნელოდ გაიზარდა და პროცენტული წილების გადანაწილება მცირედით შეიცვალა. 13 მაისის მონაცემების მიხედვით, ბიტკოინი ისევ პირველ ადგილს იკავებს იგივე წილით – რაც 52 % – ს შეადგენს. აღნიშნული ცვლილების კვალდაკვალ რიპლის წილი10 % – მდე დაეცა, ხოლო ეთერიუმის წილი კვლავ 25 % – იან ნიშნულზე დარჩა.
ჰუავეის ინიციატივა
მიუხედავად უარყოფითი განწყობებისა, კრიპტოსავალუტო სამყაროში მრავალი ტექნოლოგიური ცვლილება და ინოვაციური ძვრები შეინიშნება. ერთ – ერთ მაგალითს ჩინეთს ბაზარი წარმოადგენს, სადაც ჩინურმა ტელეკომუნიკაციებისა და სმარტფონების მწარმოებელმა ფირმამ ჰუავეიმ BTC.com – თან თნამშრომლობით კრიპტოსავალუტო აპლიკაციის შესაქმნა გადაწყვიტა, რომელიც ჰუავეის ე.წ. App Store – ში განთავსდება. BTC.com უმსხვილესი მომპოვებლის Bitmain – ის მფლობელობაშია, და იგი თვალყურს ადევნებს ბიტკოინის მოპოვებასა და ბლოკჩეინის ინფორმაციის ნაკადს (და ამავდროულად მომხმარებლებს სთავაზობს ციფრული საფულის მომსახურებას).
ვინაიდან, ბოლო დროს კრიპტოვალუტებით ვაჭრობა და მათი დახმარებით ტრანზაქციების განხორციელება უფრო და უფრო პოპულარული ხდება მოსახლეობაში, ეფექტიანობის გასაზრდელად საჭიროა შედარებით მოქნილი ტექნოლოგიების შეთავაზება კრიპტოვალუტების მფლობელებისათვის. შესაბამისად, ჰუავეის წამოწყება აპლიკაციის შექმნასთან დაკავშირებით, დადებით გავლენას მოახდენს ელექტრონული ვალუტების ბაზარზე, და სავარაუდოდ ხელს შეუწყობს კრიპტოვალუტების გამოყენების სიხშრის ზრდას გრძელვადიან პერიოდში.[3]
 
[1] წყარო: https://www.coindesk.com/most-big-cryptos-dropped-this-week-these-two-bucked-the-trend/
[2] წყარო: https://www.coindesk.com/koreas-biggest-crypto-exchange-raided-over-suspected-fraud-report/
[3] წყარო: https://www.coindesk.com/huawei-to-offer-first-crypto-wallet-app-in-latest-smartphones/

© 2020 MyCoins.ge all rights reserved