Asus – ის სიახლე კომპიუტერის მოთამაშეებისათვის

Home » სიახლეები » Asus – ის სიახლე კომპიუტერის მოთამაშეებისათვის
03/12/2018
Asus – ის სიახლე კომპიუტერის მოთამაშეებისათვის

Asus – ი მოთამაშეებს (gamers) კრიპტოვალუტის მოპოვების საშუალებას მისცემს

ტაივანში დაფუძნებული ტექნოლოგიური გიგანტი Asus – ი ე.წ. გეიმერებს საშუალებას მისცემს საკუთარი სათამაშო გრაფიკული ბარათების სიმძლავრის გამოყენებით წილი მოიპოვონ კრიპტოვალუტების მოპოვებით მიღებული მოგებიდან. 2018 წლის 29 ნოემბერს გაკეთებუი განცხადების მიხედვით, კომპანიამ აპლიკაციების პროვაიდერ Quantumcloud- თან გააფორმა ხელშეკრულება, რომლის მთავარ მიზანს მოთამაშეებისათვის „პასიური შემოსავლის“ მიღების წყაროს შექმნა წარმოადგენს (Asus – ის გრაფიკული ბარათების (GPUs) დატვირთვით, მაშინ როდესაც კომპიუტერი სხვა დავალებებს არ ასრულებს). გამომუშავებული მოგება კი შესაბამისად ანაზღაურდება PayPal – ის ან WeChat – ის მეშვეობით. Quantumcloud – ის ვებ – გვერდის მიხედვით, აპლიკაციას წვდომა ექნება მოთამაშეების გრაფიკულ ბარათებთან იმისათვის რომ კოლექტიურად მოხერხდეს cloud მაინერებისათვის ენერგიის მიწოდება მოგების გენერირებისათვის. კოლექტიურად მუშაობის პროცესში კი, ბარათების მფლობელები მიიღებენ მიწოდებული ენერგიისა და დარტვირთვის პროპორციულ წილს გამომუშავებული მოგებიდან. ამავდროულად Asus – მა განაცხადა რომ, აპლიკაციის მომხმარებელთა ფინანსური მონაცემების კონფიდენციალურობა დაცული იქნება ზოგადი მონაცემთა დაცვის რეგულირების (GDPR) მიხედვით.  აღსანიშნავია ისიც, რომ მათ მიერ შემუშავებული უსაფრთხოების სისტემა, მომხმარებლებს არ მოთსხოვს ახალ უნიკალურ მომხმარებლის ანგარიშს შექმნას. ამის სანაცვლოდ, მომხმარებლებს შეეძლებათ გამოიყენეონ უკვე არსებული/შექმნილი PayPal- ის ან WeChat- ის ანგარიშები საკუთარი მოგების მისაღებად.

ამავდროულად, Quantumcloud – ი არ იძლევა გარანტიას, რომ მისი ყველა პროგრამული უზრუნველყოფის მომხმარებელი მიიღებს სარგებელს. მომხმარებლის მიერ მიღებული განაკვეთი დამოკიდებული იქნება კრიპტოსავალუტო ბაზრის ქმედითუნარიანობასა და დატვირთვაზე, და შესაბამისად Quantumcloud – ი არ ფლობს მოგებაზე ზეგავლენის მოხდენის ბერკეტებს. ზოგადად, კრიპტო მომპოვებლები კრიპტოვალუტის ინდივიდუალურად ან კოლექტიურად მოსაპოვებლად საკუთარ გრაფიკულ  ბარათებს იყენებენ შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფით. ხოლო რაც შეეხება ზოგიერთ კრიპტოვალუტას, როგორიცაა ბიტკოინი, მისი მოპოვება გაცილებით რთულია GPUs – ების გამოყენებით, რადგან მისი ეფექტიანი მოპოვებისათვის გამოიყენება ე.წ. ASIC ჩიპები, შესასრულებელი დავალების სიმძლავრიდან გამომდინარე. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ დღესდღეობით კრიპტო მომპოვებლებს რთული პერიოდის გადალახვა უწევთ ბაზარზე არსებული დაბალი ფასებისა და მოპოვების სირთულეების გამძაფრების გამო. ბოლო კვირის განმავლობაში, ასი ათასობით ერთეულმა დატოვა კრიპტო ინდუსტრია და ამავდროულად, 29 ნოემბერს ჩინეთში დაფუძნებულმა მომპოვებელმა კომპანიამ Cannan Creative – მა ყველა მაინინგ მოწყობილობის ფასი 200 ა.შ.შ. დოლარამდე შეამცირა. ასევე, ბოლო თვეების განმავლობაში კრიპტო მაინერების მხრიდან გრაფიკულ ბარათებზე მოთხოვნა შემცირებულია. ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფუძნებული ჩიპების მწარმოებელი კომპანიის Nvidia – ს მიერ აგვისტოში გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშს მიხედვით, ჩიპების გაყიდვები საგრძნობლად არის შემცირებული, რაც დიდწილად გამოწვეულია მაინერების მხრიდან გრაფიკულ ბარათებზე მოთხოვნის შემცირებით.[1]

 

[1] წყარო: https://www.coindesk.com/asus-allows-gamers-to-mine-crypto-with-their-idle-graphics-cards

© 2018 MyCoins.ge all rights reserved