Binance-მა საკუთარი სტეიბლკოინის არამდგრადობა აღიარა

Home » ბლოგი » Binance-მა საკუთარი სტეიბლკოინის არამდგრადობა აღიარა
12/01/2023
Binance-მა საკუთარი სტეიბლკოინის არამდგრადობა აღიარა

კრიპტო სავაჭრო პლატფორმა Binance-მა გამოაცხადა, რომ მის სტეიბლკოინ BUSD-ს ყოველთვის არ ჰქონდა დოლარის მხარდაჭერა, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ მისი ფასი სტაბიულურობას ინარჩუნებდეს.

სტეიბლკოინები არის კრიპტო ვალუტების სპეციფიკური სახეობა, რომლის ფასიც, ისეთ აქტივებზეა დამოკიდებული, როგორიცაა ამერიკული დოლარი და სხვა ფიატური ვალუტები, ასევე ოქრო. ამის წყალობით, სტეიბლკოინები მცირე რყევებით გამოირჩევა და კრიპტო ინვესტორების კაპიტალს, ძლიერი რყევებისგან იცავენ.

შარშან ბაზარს გამოაკლდა ტერა-ს სტეიბლკოინი UST, რომელმაც 1 დოლარზე ბმა დაკარგა. ამან გამოიწვია მისი მასობრივი გაყიდვა, რის შედეგადაც, ვალუტის ფასი 10 ცენტს ჩამოსცდა. პარალელურად, მისმა კრახმა ტერა-ს კუთვნილი მონეტის, ლუნას დაცემაც გამოიწვია.

Binance-მა აღიარა, რომ მისი საკუთარი რეზერვები, ყოველთვის მხარდაჭერილი არაა. არადა, ეს სტეიბლკოინ BUSD-ის 1-დოლარიან დონეზე შენარჩუნების მთავარი პირობაა. ამას მოჰყვა დეფიციტის შექმნა, რომელმაც 1 მილიარდ დოლარს მიაღწია. პლატფორმის განცხადებით, მონეტის მართვის რიტმი ისეთი იყო, რომ დოლართან ბმა პერიოდულად ირღვეოდა.

რისკის შესამცირებლად, Binance-ი მის მისამართებზე არსებულ აქტივებს, საფულეებს შორის გადაანაცვლებდა. კომპანია აცხადებს, რომ ბალანსის გადანაცვლება ამჟამად გაცილებით ხშირად ხდება, რაც მისი სტეიბლკოინის 1 დოლართან ბმის შესაძლებლობას აძლევს.

CoinMarketCap-ის მონაცემებით, საბაზრო კაპიტალზაციის მოცულობით (16.4 მილიარდი დოლარი), BUSD ბაზარზე მესამე უდიდესი სტეიბლკოინია.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved