Binance-ის დამფუძნებელს, შანპენგ (CZ) ჟაოს 4 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

Home » სიახლეები » Binance-ის დამფუძნებელს, შანპენგ (CZ) ჟაოს 4 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
01/05/2024
Binance-ის დამფუძნებელს, შანპენგ (CZ) ჟაოს 4 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

სამშაბათს, სიეტლში Binance-ის დამფუძნებლისა და ყოფილი CEO-ს, შანპენგ ჟაოს სასამართლო პროცესი გაიმართა. შეგახსენებთ, რომ ნოემბერში უმსხვილესი კრიპო ბირჟის, Binance-ის წინააღმდეგ გაჩენილი ბრალდებების გამო, ჟაომ თანამდებობა დატოვა, დაანშაული აღიარა და 50 მილიონი დოლარის რაოდენობის ჯარიმა გადაიხადა. იმავე დღეს, კომპანია Binance-მაც გადაიხადა 4.3 მილიარდ დოლარიანი ჯარიმა.

გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო, მოსამართლემ დაცვის მხარის მოთხოვნა 3 წლიან პატიმრობაზე არ გაითვალისწინა და CZ-ს მხოლოდ 4 თვით მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა. პროცესის ბოლოს, CZ-მ მოსამართლეს მიმართა და აღიარა, რომ თავის კომპანიაში ვერ გამართა KYC (Know Your Customer) სისტემა. ეს შეცდომა გააცნობიერა და ამიტომაც, კომპანიამ შეერთბული შტატების საგამოძიებო ორგანოებთან უმალვე დაიწყო თანამშრომლობა.

ნოემბერში Binance და მისი იმჟამინდელი CEO პლატფორმის მეშვეობით შესრულებულ უკანონო გადარიცხვებსა და სანქცირებულ ქვეყნებში მომხმარებელთა მომსახურებაში ამხილეს. კომპანიის მიერ გადახდილი ჯარიმა ერთ-ერთი ყველაზე დიდი სახელმწიფოსთვის გადახდილი ჯარიმაა ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved