ოღონდ, ამჯერად მართლა. ალბათ, გახსოვთ, რომ წლის დასაწყისში შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა Binance-ს გაუგზავნა ცნობა იმის შესახებ, რომ რუსი მომხმარებლების წვდომა პლატფორმაზე, ამერიკის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებთან შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს. აგვისტოში კი კომპანიამ გვაცნობა, რომ სანქცირებულ რუსულ ბანკებთან კავშირს წყვეტდა.
დღეს, ცნობილი გახდა, რომ Binance-ის დარჩენილი რუსული დანაყოფი უკვე CommEX-ის საკუთრებაა. CommEX კი არც მეტი, არც ნაკლები, 2 დღისაა. კომპანია ოფიციალურად სამშაბათს ჩაეშვა და დატვიტა (დაიქსა), რომ ელის მომხმარებლებს რუსეთიდან და დანარჩენი მსოფლიოდან (თუ ეს დანარჩენი მსოფლიო ამერიკა ან ევროპა არაა, რადგან CommEX ამერიკის, ევროპისა და რამდენიმე სხვა იურისდიქციის ქვეშ მყოფ მომხმარებლებს არ მოემსახურება).
Binance თავისი წილის გაყიდვით სრულიად გავიდა რუსეთიდან. სხვა ამგვარი გარიგებებისგან განსხვავებით, კომპანია გაყიდვებიდან არანაირ წილს არ მიიღებს და არც იმის შესაძლებლობა დაუტოვებია, რომ აქციები გამოისყიდოს. Binance -ის რუსი მომხმარებლების CommEX -ზე გადასვლა ეტაპობრივად მოხდება და პროცესს დაახლოებით 1 წელი დასჭირდება.