Bit2Me ბირჟა გახდა ესპანეთის პირველი კანონიერი კრიპტო კომპანია

Home » ბლოგი » Bit2Me ბირჟა გახდა ესპანეთის პირველი კანონიერი კრიპტო კომპანია
22/02/2022
Bit2Me ბირჟა გახდა ესპანეთის პირველი კანონიერი კრიპტო კომპანია

Bit2Me ბირჟამ მიიღო ლიცენზია ესპანეთის ცენტრალური ბანკისგან და გახდა ქვეყნის პირველი კანონიერი კრიპტო კომპანია.

ესპანეთის წამყვანი კრიპტო ვალუტის ბირჟა Bit2Me ესპანეთის ბანკის მიერ ლიცენზირებულია, აღნიშნული გახდება კრიპტო ვალუტის სერვისის პირველი პროვაიდერი ქვეყანაში.

ესპანეთის ბანკმა განაცხადა, რომ კომპანია აკმაყოფილებს „საკრედიტო ინსტიტუტებისთვის დადგენილ კომერციული და პროფესიული მთლიანობის მოთხოვნებს, ასევე ფულის გათეთრების პრევენციის წესებს“.

Bit2Me-ს შეეძლება ესპანურ ბანკებს “თეთრი ეტიკეტის” სერვისი მიაწოდოს, რომელიც მათ პლატფორმებზე კრიპტოვალუტებით ვაჭრობის საშუალებას მისცემს. კომპანიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ისინი უკვე აწარმოებენ მოლაპარაკებებს “რამდენიმე ბანკთან”.

ოქტომბერში, ესპანეთის ბანკმა გასცა ინსტრუქციები ინსტიტუტებისთვის, თუ როგორ უნდა დარეგისტრირდნენ ცენტრალურ ბანკში, რათა კანონიერად შესთავაზონ მომხმარებლებს კრიპრო ვალუტასთან დაკავშირებული სერვისები.

წყარო

✅ შენ წარმატებით გამოიწერე სიახლეები!

გამოწერისას წარმოიშვა პრობლემა, სცადე სწორი ელფოსტის შეყვანა

© 2020 MyCoins.ge all rights reserved