Bitfront – კიდევ ერთი სავაჭრო პლატფორმა დაიხურა

Home » ბლოგი » Bitfront – კიდევ ერთი სავაჭრო პლატფორმა დაიხურა
01/12/2022
Bitfront – კიდევ ერთი სავაჭრო პლატფორმა დაიხურა

ამერიკულმა კრიპტო სავაჭრო პლატფორმა Bitfront, რომელიც იაპონურ სოციალურ ქსელ LINE Corporation-ის მხარდაჭერით სარგებლობდა, გამოაცხადა, რომ რამდენიმე თვეში მუშაობას შეაჩერებს. როიტერსის ინფორმაციით, პლატფორმას უკვე გაჩერებული აქვს ახალი ანგარიშების რეგისტრაცია და საკრედიტო ბარათებზე დარიცხვები.

კალიფორნიაში რეგისტრირებულმა Bitfront-მა ორშაბათს გამოაცხადა, რომ რეგისტრაციებს აჩერებს, კლიენტებს კი პლატფორმის საფულეებიდან საკუთარი სახსრების გატანის საშუალება, 2023 წლის 31 მარტის ჩათვლით ექნებათ.

სავაჭრო პლატფორმის განცხადებით, Bitfront-ის დახურვა საჭირო გახდა იმისთვის, რომ შენარჩუნდეს ბლოკჩეინ „ლაინის“ ეკოსისტემის მუშაობა და განვითარდეს მონეტა ლინკ-ის ფუნქციონალურობა.

კომპანია აცხადებს, რომ მისი დახურვა არ უკავშირდება ისეთსავე პრობლემებს, რომლებიც სხვა სავაჭრო კრიპტო პლატფორმების დახურვის მიზეზი გახდა. კერძოდ, იგულისხმება პლატფორმა FTX, რომელიც მფლობელების მიერ, კლიენტების ფულადი სახსრების არასამართლებრივი განკარგვის გამო გაკოტრდა და რომლის საქმიანობითაც, გამოძიება დაინტერესდა.

FTX მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კრიპტო სავაჭრო პლატფორმა იყო და მისმა კრახმა, ერთგვარი დომინოს ეფექტი იქონია – რამდენიმე კრიპტო პლატფორმა და კრიპტო სფეროში მომუშავე კომპანია გაკოტრდა, მათ შორის, მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სავაჭრო პლატფორმა BlockFi.

გაკოტრებათა ამ კასკადის ძირითადი მიზეზი, კრიპტობაზრის მკვეთრი ვარდნაა, რამაც მომხმარებელთა აქტივობის უკიდურესად შემცირება გამოიწვია. კრიპტო ვალუტების ბაზრის კაპიტალიზაცია 1 მილიარდ დოლარს ჩამოსცდა, რამაც პლატფორმების ლიკვიდურობას შეუქმნა პრობლემა. რაც შეეხება FTX-ს, მისი კრახის მთავარი მიზეზი ის გარემოება გახდა, რომ კომპანია კლიენტების ფულით ახორციელებდა მსხვილ ოპერაციებს, კრიპტო ბაზრის ვარდნამ კი კლიენტებისადმი დავალიანების ზრდა გამოიწვია, რის გამოც, კომპანია არა გადამხდელუნარიანი გახდა.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved