Bitmain – ი ჩინეთში 200,000 ერთეულ კრიპტოვალუტის მომპოვებელი მოწყობილობის დაყენებას გეგმავს

Home » სიახლეები » Bitmain – ი ჩინეთში 200,000 ერთეულ კრიპტოვალუტის მომპოვებელი მოწყობილობის დაყენებას გეგმავს
25/03/2019
Bitmain – ი ჩინეთში 200,000 ერთეულ კრიპტოვალუტის მომპოვებელი მოწყობილობის დაყენებას გეგმავს

კრიპტო მედია Coindesk – ის მიერ 21 მარტს გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, კრიპტოსავალუტო გიგანტი Bitmain – ი ჩინეთში 200,000 ერთეული კრიპტომომპოვებელი მოწყობილობის შესაბამისი აღჭურვილობის აგებას გეგმავს, რადგან ქვეყნის დაბალ დანახარჯიანი ჰიდროელექროსადგურის სიმძლავრის გამოყენება კომპანიისათვის მაღალი სარგებლის მომტანია. კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, Bitmain – ი ჩინეთში დააინსტალირებს 200,000-მდე საკუთარი წარმოების მომპოვებელ დანადგარს და გამოიყენებს ქვეყნის იაფი ელექტროენერგიის უპირატესობას, რომლის მთავარ წყაროს ჰიდროელექტროსადგურებიდან იაფად მიღებული ელექტროენერგია წარმოადგენს (ზაფხულში ჩინეთის სამხრეთ – დასავლეთ რეგიონში ჭარბი წვიმიანობის შედეგად მიღებული უხვი ნალექით). განსახორციელებელი პროექტის მოცულობა დაახლობით 80 მილიონი ა.შ.შ. დოლარიდან 100 მილიონ ა.შ.შ. დოლარამდე მერყეობს. კრიტპო გიგანტის განცხადებით, კომპანიამ ჩინეთში უკვე მოიძია კონტრაქტორი კრიტპო – მომპოვებელი ფერმები, რომლებიც მათ მიაწვდიან შესაბამის აღჭურვილობას. ინფორმაციის წყაროს თანახმად, Bitmain – ი ახალ მომპოვებელ პლატფორმაზე აპირებს როგორც ახალი მოწყობილობების (AntMiner S11 და S15) ისე ზოგიერთი ძველი მომპოვებელი დანადგარის (AntMiner S9i/j) გამოყენებას. ახალი ამბები გავრცელდა Bitmain – ის იმ გადაწყვეტილებების პარალელურად, რომელიც მოიცავდა გასული წლის დეკემბერში ისრაელის განვითარების ცენტრის დახურვას, თანამშრომლების სამსახურიდან განთავისუფლებას და 2019 წლის იანვარში ჰოლანდიაში განხორციელებული ოპერაციების შემცირებას. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ისრაელის ფილიალის ხელმძღვანელმა და საერთაშორისო გაყიდვებისა და მარკეტინგის ვიცე-პრეზიდენტმა, გადი გლიკბერგმა, ფილიალის დახურვა ბოლო დროის კრიპტო – სავალუტო ბაზრის კრახს დაუკავშრა (რაშიც ფასების ბოლო პერიოდის დრამატული შემცირება მოიაზრება).

რაც შეეხება ჰოლანდიაში მისი ოპერაციების დახურვას, Bitmain – მა განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი გრძელვადიან პერიოდში კომპანიის დანახარჯების მნიშვნელოვნად შემცირების სტრატეგიის ნაწილი იყო. გავრცელებული ინფორმაციისფა მიხედვით, კომპანიამ ბოლო დროს ბიტკოინის მოპოვების მიმართულებით საგრძნობი დანაკარგები განიცადა. ასევე ყურადსაღებია ისიც, რომ კომპანიამ იანვარში კრიპტოვალუტის მოპოვების ოპერაციები შეაჩერა/შეამცირა როქდეილში (ტეხასი, ამერიკის შეერთებული შტატები). არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, აღნიშნული მომპოვებელი ფერმის (რომელიც ტეხასში მდებარეობდა) ყველა თანამშრომელი (ორი ინჟინერისა და ადამიანური რესურსების ურთიერთობების დირექტორის გარდა) განთავისუფლდა და ყველა წარმოებული ოპერაცია შეჩერდა. [1]  


[1] წყარო: https://cointelegraph.com/news/report-bitmain-plans-to-set-up-200-000-crypto-mining-machines-in-china

© 2018 MyCoins.ge all rights reserved