Blackrock-ის გეგმები ეთერიუმის ETF-თან დაკავშირებით

Home » ეთერიუმი » Blackrock-ის გეგმები ეთერიუმის ETF-თან დაკავშირებით
10/11/2023
Blackrock-ის გეგმები ეთერიუმის ETF-თან დაკავშირებით

Blackrock-ს, მსოფლიოში აქტივების ყველაზე დიდ მენეჯერს, კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით დიდი გეგმები აქვს – აპირებს შეადგინოს ETF პროდუქტი, რომელშიც ეთერიუმის ETH-საც გააერთიანებს.

ამ ამბავმა ETH-ის ფასი ბოლო 24 საათში 9,4%-ით გაზარდა. ინფორმაცია Blackrock-ის ETF მიზნების შესახებ, Nasdaq-ის დოკუმენტებისგან გავრცელდა. Nasdaq ამერიკული ბირჟაა, რომელზეც Blackrock შექმნილ ETF პროდუქტს დალისტავს. პროდუქტი თავის მხრივ, მარეგულირებელმა ორგანოებმა უნდა დაამტკიცონ. ხუთშაბათს დელავერის შტატში უკვე დარეგისტრირდა iShares Ethereum Trust” – Blackrock-ის ეთერიუმის დანაყოფს სწორედ iShares-ად მოიხსენიებენ.

აღსანიშნავია, Blackrock-ს BTC-ის ETF-ის შექმნაც სურს და აქტიურად მიიწევს მიზნისკენ. ზოგადად, ETF ციებ-ცხელება მოქმედებს ბიტკოინის ფასზეც და კრიპტოსამყაროს Bullrun-ის იმედს აძლევს.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved