BlackRock-ის ბიტკოინის ETF 2024 წლის საუკეთესო ხუთეულშია

Home » სიახლეები » BlackRock-ის ბიტკოინის ETF 2024 წლის საუკეთესო ხუთეულშია
07/02/2024
BlackRock-ის ბიტკოინის ETF 2024 წლის საუკეთესო ხუთეულშია

მიუხედავად იმისა, რომ სულ 17 დღეა რაც BlackRock iShares Bitcoin Trust (იგივე IBIT) ჩაეშვა, ის 2024 წლის ტოპ 5 ETF პროდუქტში შედის. ინფორმაციას Bloomberg Intelligence შემოსავლების მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

IBIT-მა მეხუთე ადგილი წელს გამომუშავებული 3.2 მილიარდი დოლარით დაიმსახურა. პირველ ადგილზე კი iShares Core S&P 500 ETF (IVV)-ია, 428 მილიარდი დოლარის ღირებულების აქციებითა და 13 მილიარდიანი შემოსავლით. მეორე ადგილზე კი 11 მილიონი დოლარის შემოსავლების მქონე Vanguard 500 Index Fund ETF (VOO).

მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღის წინ ჩაშვებული პროდუქტისთვის შთამბეჭდავი შედეგებია, აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეებში ბიტკოინის spot ETF-ის პოპულარობა შემცირდა. ჩაშვებული 11 ETF-დან მხოლოდ ორს, BlackRock-ის IBIT-სა და Fidelity-ის FBTC-ს აქვთ შემოსავლებში დადებითი დინამიკა.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved