Coingecko-ს მონაცემებით BTC ბოლო ერთ კვირაში 9,5%-ით, ხოლო ბოლო 24 საათის განმავლობაში თითქმის 2%-ით გაიზარდა. შედეგად, ყველაზე პოპულარული კრიპტო აქტივი თავის საუკეთესო მაჩვენებელს – 73,577$-ს ცოტათი ჩამორჩება.
ანალიტიკოსები ბიტკოინის ზრდას ამერიკულ არჩევნებს უკავშირებენ და ფიქრობენ, რომ არჩევნები აქტივის ძლიერი მერყეობის წინაპირობა გახდება. ოპტიმისტი კრიპტო-ენთუზიასტების პროგნოზით, მნიშვნელობა არ აქვს რომელი პარტიის კანდიდატი მოიგებს არჩევნებს – შედეგების მიუხედავად, BTC 80,000$ -იან ნიშნულს მიაღწევს.
ბუნებრივია, რომ აქტივის გაზრდამ ბიტკოინის ETF პროდუქტების (ინდექს ფონების) მიმართაც გაზარდა ინტერესი. აშშ-ს spot ETF პროდუქტებში $870 მილიონი შევიდა, მათგან ყველაზე მეტი – $629 მილიონი BlackRock-ის IBIT-ში.