Bullrun-ის პიკი ჯერ კიდევ შორსაა

Home » ბიტკოინი » Bullrun-ის პიკი ჯერ კიდევ შორსაა
01/03/2024
Bullrun-ის პიკი ჯერ კიდევ შორსაა

ბიტკოინის ფასი ასე მაღალი 2020 წლის დეკემბრის შემდეგ აღარ ყოფილა. პირველ კრიპტოვალუტას გასულ თვეში დაუჯერებელი, 44%-იანი ზრდა ჰქონდა და წლების განმავლობაში პირველად გადასცდა 50 000$-იან და 60 000$-იან ნიშნულს. თუმცა, თუ კრიპტო-ანალიტიკოსებს დავუჯერებთ, ეს მხოლოდ დასაწყისია.

Galaxy-ს მთავარი ანალიტიკოსი, ალექს თორნი, X-ზე წერს, რომ “იმ პოტენციური სიმაღლეებთან შედარებით, რასაც ეს Bullrun-ი სავარაუდოდ მიაღწევს, ჯერ მხოლოდ საწყის ეტაპზე ვართ”. მისი აზრით, ბიტკოინის spot ETF ინდუსტრიისთვის გარდამტეხი პროდუქტია, რომელიც BTC-ზე მოთხოვნას ზრდის. მოთხოვნას კი საპირწონედ ბიტკოინის მფლობელების ის 75%-იანი უმრავლესობა ხვდება, რომელსაც ბიტკოინი გრძელვადიან ინვესტიციად წარმოუდგენია და ამ ფასად აქტივს არ ყიდის.

გარდა ამისა, ბიტკოინის ქსელში ტრანზაქციების მოცულობა ჯერ კიდევ შორსაა წინა პიკების მაჩვენებლისგან. ეს მიანიშნებს, რომ Bullrun ჯერ კიდევ შორსაა ზენიტისგან.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved