layer-1 ბლოკჩეინმა, Canto-მ layer-2 ვარიაციად Ethereum-ზე გადაინაცვლა. Canto არაა ერთადერთი ჩეინი, რომელმაც მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო. კიდევ ერთი layer-1 ჩეინი, რომელმაც Ethereum-ზე გაფართოება გადაწყვიტა Astar-ია – ის ამჟამად მხოლოდ Polkadot სისტემაზე გვხვდება.
Canto საჯარო ბლოკჩეინია (ასეთ ბლოკჩეინებს უგარანტიოსაც ეძახიან), რომელიც Ethereum Virtual Machine-ს ერგება. Canto-ც, სხვა მრავალი ბლოკჩეინის მსგავსად, ცდილობს ტრადიციული ფინანსური სექტორის დეცენტრალიზებულ ფინანსურ ალტერნატივაზე გადმოყვანას.
Polygon Labs-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, სანდიპ ნეილვალი აცხადებს, რომ Canto ერთადერთი არაა, რომლემაც ბოლო თვეებში Polygon-ის ჩეინის განვითარების ხელსაწყოთი ZK layer2-ის შენების გადაწყვეტილება მიიღო. Astar, Gnosis Pay, Palm და IDEX-იც გეგმავენ ZK მხარდაჭერით Ethereum L2-ის ათვისებას.
სავარაუდოა, რომ ZK -ის მიერ მხარდაჭერილი ჩეინი ბიზნესებს Web3 გადაწყვეტების უფრო ადვილად დანერგვაში დაეხმარება.