Coinbase პლატფორმიდან BSV-ს ხსნის

Home » სიახლეები » Coinbase პლატფორმიდან BSV-ს ხსნის
07/11/2023
Coinbase პლატფორმიდან BSV-ს ხსნის

რამდენიმე საათის წინ, Coinbase-მა მომხმარებლებს მოუწოდა რომ თავიანთი Bitcoin SV აქტივები პლატფორმიდან 9 იანვრამდე გაიტანონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, პლატფორმაზე არსებული BSV ლიკვიდირდება.

ქრეგ რაიტის ქოინი, “სატოშის ვერსიად” ცნობილი BSV ამ განცხადების შედეგად 1,74%-ით გაუფასურდა. BSV-ის დღიური ვაჭრობის მოცულობა 29.5 მილიონი დოლარია, საბაზრო კაპიტალიზაცია კი 945 მილიონი დოლარი.

ბოლო წლებში ქოინის მიმართ სხვადასხვა პლატფორმისგან გამოცხადებული უნდობლობა, ქრეგ რაითის პერსონასთან ერთად, BSV-ზე განხორციელებულმა 51%-იანმა თავდასხმებმა განაპირობა.

აღსანიშნავია, რომ Binance-ის ხელმძღვანელობამ ჯერ კიდევ 2019 წელს გამორიცხა ქრეგის მტკიცება იმის შესახებ, რომ თავადაა სატოში ნაკამოტო და BSV-ის დელისტიც განახორციელა.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved