ConsenSys – ი AMD ჩიპების მწარმოებელთან ერთიანდება

Home » სიახლეები » ConsenSys – ი AMD ჩიპების მწარმოებელთან ერთიანდება
08/01/2019
ConsenSys – ი AMD ჩიპების მწარმოებელთან ერთიანდება

ეთერიუმის სტუდია ConsenSys – მა AMD ჩიპების მწარმოებელ კომპანიასთან პარტნიორობა გადაწყვიტა ახალი ე.წ.  ქლაუდ გამომთვლელი ინფრასტრუქტურის განსავითარებლად, რომელიც ბლოკჩეინის ტექნოლოგიაზე იქნება დაფუძნებული. ახალი იდეის შესახებ ცნობილი გახდა წინა კვირის პარასკევს, 4 იანვარს, რომლის მიხედვითაც ზემოთხსენებულმა სტუდიამ მუშაობა დაიწყო AMD – სთან და აბუ დაბიში დაფუნებულ კომპანია Halo Holdings – სთან (უკანასკნელი მუშაობს W3BCLOUD – ზე, რომელიც წარმოადგენს ქლაუდ გამომთვლელ სისტემას და იყენებს მწარმოებლის გამომთვლელ სიმძლავრეს – რომელიც სპეციალურად შექმნილია დეცენტრალიზებული განაცხადების მხარდასაჭერად). თანამშრომლობის ფარგლებში ConsenSys – ი თავისმხრივ პარტნიორებს გაუზიარებს საკუთარ გამოცდილებას თუ როგორ უნდა დამუშავდეს ბლოკჩეინის ტრანზაქციები.

AMD – ის ბლოკჩეინ ტექნოლოგიების პროდუქტის მართვის დირექტორის, ჯეროგ როსკოვეცის მიერ გაკეთებული განცხადების მიხედვით, მათი კომპანია ConsenSys – ს წვდომას მისცემს მაღალტექნოლოგიურ მოწყობილობებთან, რომლებსაც შეუძლიათ საგრძნობლად გაზარდონ შესრულებული ოპერაციების რაოდენობა და მასშტაბები დეცენტრალიზირებული ქსელებისა და მომსახურებებისათვის. თავის მხრივ, პლატფორმამ უნდა უზრუნველყოს ძირითადი ფირმებისა და სამთავრობო უწყებების მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილება ე.წ. ჭკვიანი იდენტურობის, საწარმოს მონაცემთა ცენტრების, ჯანდაცვის სისტემაში იდენტიფიცირების, ლიცენზირებისა და მიწოდების ჯაჭვის მართვის ტექნოლოგიების განვითარებისა და გამოყენების მიმართულებით. განცხადებაში, ConsenSys – ის დამფუძნებელმა ჯო ლუბინმა განაცხადა, რომ AMD ტექნოლოგიების გამოყენებით ბლოკჩეინის ქსელის გამოთვლითი სიმძლავრის გაზრდა ხელს შეუწყობს განვითარებადი დეცენტრალიზირებული სისტემების მასშტაბურ ათვისებას მთელს მსოფლიოში. მან ასევე დაამატა, რომ ტექნოლოგიებისა და პროგრამული უზრუნველყოფის კომბინაცია ხელს შეუწყობს ახალი ინფრასტრუქტურული ფენების გაძლიერებასა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიების სწრაფ განვითარებას.[1]

ელექტრონული ვაჭრობის გიგანტმა DMM – მა კრიპტოსავალუტო ბაზარი დატოვა

გავრცელებული ინფორმციის მიხედვით, იაპონური ელექტრონული კომერციის გიგანტი DMM.com – ი, რომელიც ერთ წელზე ნაკლებია რაც ოპერირებს კრიპტოსავალუტო ბაზარზე  ბაზრის დატოვებას აპირებს. 2018 წლის 30 დეკემბერს Nikkei – ს მიერ გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით DMM – მა კრიპტოვალუტის მოპოვების ინდუსტრიიდან გასვლაზე გადაწყვეტილება 2018 წლის სექტემბერში მიიღო, რადგან ე.წ. კრიპტოსავალუტო ბაზრის კრიზისმა აღნიშნულ დარგში მოღვაწე ბიზნესების მოგებიანობა საგრძნობლად შეამცირა. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ბაზრიდან გასვლის პროცესი, რომელიც თავის მხრივ მოიცავს მომპოვებელი დანადგარების გაყიდვას, 2019 წლის პირველ ნახევრამდე გაგრძელდება. ზოგადად DMM 1999 წელს დაარსდა, რომელიც იაპონიაში ერთ – ერთ უმსხვილეს ელექტრონულ კომერციის ვებ – გვერდს წარმოადგენს. 2018 წლის იანვარში მან წამოიწყო კრიპტოსავალუტო გაცვლის ბიზნესი, რომელიც DMM Bitcoin – ის სახელით არის ცნობილი, და ამავდროულად იგი იაპონიში ლიცენზირებულ 16 სავაჭრო პლატფორმას შორისაა.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2017 წლის სექტემბერში DMM – მა ცხადყო საკუთარი გეგმების შესახებ, რომ იგი აპირებდა კრიპტოვალუტების მოპოვების დარგში წამოეწყო საქმიანობა და აღნიშნული დარგის მოწინავე კომპანია გამხდარიყო და საბოლოოდ ტოპ სამეულს შეერთებოდა. შედეგად 2018 წლის თებერვლიდან მან დაიწყო ბიტკოინის, ეთერიუმისა და ლაითკოინის მოპოვება. DMM – ის ბაზრიდან გასვლის შესახებ ცნობილი გახდა მას შემდეგ რაც იაპონიის ინტერნეტ გიგანტმა GMO – მ გამოაცხადა საკუთარი შემდეგი თაობის ბიტკოინის მომპოვებელი დანადგარების გამოშვების შეჩერებაზე დიდი ოდენობით დანაკარგის მიღების გამო. დანაკარგის საერთო მოცულობა, 35.5 მილიარდი იენი ანუ დაახლოებით 321.6 მილიონი ა.შ.შ. დოლარი შეადგინა. ყველაფერთან ერთად, DMM – მა 25 დეკემბერს განაცხადა, რომ იგი ასევე აჩერებს ახალი კრიპტოსავალუტო სავაჭრო ერთეულის Cointap – ის გაშვების იდეას, რომლის მთავარი ამოცანა DMM Bitcoin – ის სავაჭრო მომსახურების გაუმჯობესება უნდა ყოფილიყო.[2]

 

[1] წყარო:  https://www.coindesk.com/ethereum-studio-consensys-teams-up-with-chip-manufacturer-amd

[2] წყარო: https://www.coindesk.com/e-commerce-giant-dmm-quits-cryptocurrency-mining-business

© 2020 MyCoins.ge all rights reserved