Dogecoin მიმიდან რეალობამდე

Home » დოჯი » Dogecoin მიმიდან რეალობამდე
13/11/2024
Dogecoin მიმიდან რეალობამდე

ამერიკის 47-ე პრეზიდენტად არჩეული დონალდ ტრამპი თავისი გუნდის დაკომპლექტების პროცესშია. არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, მთავარ ინტერესს არჩეული პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ილონ მასკის როლი იწვევდა. რამდენიმე საათის წინ გაირკვა, რომ ილონ მასკი და ვივეკ რამასვამი ახალ დანაყოფს, მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტს უხელმძღვანელებენ. ინლისურ ენაზე, დეპარტამენტის სახელწოდება, Department of Government Efficiency შემოკლებით გამოდის DOGE. დეპარტამენტის ფუნქციად მთავრობის ხარჯებისა და ადმინისტრაციის მაქსიმალური ეფექტიანობის კონტროლი მოიაზრება.

დეპარტამენტის სახელმა ისედაც გაზრდილი (გასულ თვეში 250%-ით) დოჯქოინის მიმართ კიდევ უფრო დიდი ინტერესი გამოიწვია. შედეგად, ოთხშაბათს ყველაზე ცნობილი meme-ქოინის ფასმა 2021 წლის ნიშნულს მიაღწია და ბოლო 24 საათში 10%-მდე გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ტრეიდერები ახლა დოჯქოინის გრძელვადიან სამიზნე ფასად 1$-ს მოიაზრებენ.

რაც შეეხება DOGE დეპარტამენტს, როგორც დონალდ ტრამპის განცხადებაში ვკითხულობთ, “ეს ორი შესანიშნავი ამერიკელი ადმინისტრაციას დაეხმარება სამთავრობო ბიუროკრატიის დაშლაში, ზედმეტი რეგულაციების მოხსნაში, გაუმართლებელი ხარჯების შემცირებასა და ფედერალური სააგენტოების რესტურქტურიზაციაში”. თავად მასკმა კი, X-ზე მათი ყველა აქტივობის საჯაროდ, ონლაინ გამოქვეყნება დააანონსა.

აღსანიშნავია, რომ არჩევნებში პრო-კრიპტო კანდიდატის, დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ, კრიპტო ბაზარზე არნახულად Bull განწყობაა. ბიტკოინის ფასის ყველა დროის რეკორდი მოიხსნა, ხოლო ეთერიუმის ETH ბოლო 1 კვირაში 21%-იანი ზრდა დააფქსირა.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved