ECB-მ 1.5 ტრილიონ ციფრულ ევროზე მეტი არ უნდა გამოუშვას

Home » ბლოგი » ECB-მ 1.5 ტრილიონ ციფრულ ევროზე მეტი არ უნდა გამოუშვას
16/06/2022
ECB-მ 1.5 ტრილიონ ციფრულ ევროზე მეტი არ უნდა გამოუშვას

ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) აღმასრულებელი საბჭოს წევრი ფაბიო პანეტა ამბობს, რომ ცენტრალურმა ბანკმა, ციფრული ევროს მოცულობა, მაქსიმუმ 1.5 ტრილიონი მონეტით უნდა შეზღუდოს. ის განმარტავს, რომ ასეთი შეზღუდვის შემთხვევაში, ციფრულ ევროს საინვესტიციო ინსტრუმენტად გამოყენება არახელსაყრელი იქნება.

ევრო პარლამენტის ეკონომიკის და მონეტარული პოლიტიკის საქმეთა კომიტეტში გამოსვლისას, პანეტამ მიანიშნა, რომ ECB-მ მიმოქცევაში გამოსაშვები ციფრული ევროს მოცულობა, 1-1.5 ტრილიონი მონეტის ფარგლებში უნდა მოაქციოს. და ცენტრალურმა ბანკმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ევროპული ვალუტის ციფრული ვარიანტი, ინვესტირებისთვის მიმზიდველი არ გახდეს.

„ჩვენ მიერ ჩატარებული წინასწარი ანალიზი აჩვენებს, რომ ციფრული ევროს ჯამური მოცულობის ერთიდან ერთნახევარ ტრილიონამდე შეზღუდვის შემთხვევაში, ფინანსური სისტემის და მონეტარული პოლიტიკისთვის ნეგატიური ეფექტების თავიდან აცილებას შევძლებთ. ეს მოცულობა ახლოსაა მიმოქცევაში არსებული ევროს ბანკნოტების მოცულობასთან. ევრო ზონის მოსახლეობის რაოდენობა 340 მილიონია. 1-1.5 ტრილიონი ციფრული ევროს გამოშვების შემთხვევაში, თითოეულ მოსახლეზე 3-4 ათასი ევრო მოვა“, – ყვება პანეტა.

ის დასძენს, რომ კერძო სექტორის კომპანიებს, საზოგადოებრივ სამსახურებთან კოორდინირება დასჭირდებათ, რათა ციფრული ევროს მიმოქცევაში გაშვება ეფექტური იყოს. პანეტას თქმით, ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტა მისაღები უნდა იყოს როგორც ფიზიკურ, ასევე ონლაინ სავაჭრო დაწესებულებებში და პირიდან-პირზე გადახდის საშუალებას უნდა იძლეოდეს.

ECB-მ შარშან ივლისში გამოაცხადა, რომ ციფრული ევროს ორწლიან საკვლევ ფაზას იწყებს და გამოთქვა ვარაუდი, რომ მის გამოშვებას 2026 წელს შეძლებს. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირში ამ ეტაპზე, ციფრულ ევროს ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს.

✅ შენ წარმატებით გამოიწერე სიახლეები!

გამოწერისას წარმოიშვა პრობლემა, სცადე სწორი ელფოსტის შეყვანა

© 2020 MyCoins.ge all rights reserved