დეველოპერების მიერ Medium-ში 11 ივნისს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ე.წ. ჭკვიანი კონტრაქტების კონფიდენციალური ქსელი – Enigma გაუშვეს მოხმარებაში. განცხადების პარალელურად, სატესტო ქსელი, რომელიც დუბლირებული Discovery-ის სახელით არის ცნობილი, დეველოპერებს საკუთარი დეცენტრალიზებული აპლიკაციების (DApps) განვითარების საშუალებას მისცემს. გარდა ამისა, Discovery-ის სატესტო ქსელზე ატვირთული კონტრაქტები, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაუყოვნებლივ განთავსდება ეთერიუმის (ETH) ქსელზე (Enigmas ძირითად ქსელზე მოხმარებაში გაშვების მომენტიდან). პოსტის მიხედვით, ახლად გახსნილი ქსელი ზოგადი გამოთვლების კონფიდენციალურობას უზრუნველყოფს, რომელიც ქსელში ჩართულ (DApps) დეველოპერებს უსაფრთხო პროგრამების შექმნის საშუალებას აძლევს. ამავდროულად, აღსანიშნავია ისიც, რომ დეველოპერები უკვე სამი თვეა რაც ქსელის მოდიფიცირებაზე მუშაობენ და ამჟამად იგი ღია პროგრამული უზრუნველყოფის სახით ფუნქციონირებს.
Enigma-ს ქსელი კონსესუსის მისაღწევად მთლიანად დამოკიდებულია ეთერიუმის ბლოკჩეინზე, მაგრამ ქსელი თავისმხრივ, სხვადასხვა დამოუკიდებელ ჭკვიან კონტრაქტებს, განსხვავებულ ჭკვიან კონტრაქტებში ჩაშენებით უმკლავდება. ასევე, Enigma-ს ჭკიან კონტრაქტებს შეეძლებათ ეთერიუმის ჭკვიანი კონტრაქტების ფუნქციების შესრულებაც. როგორც cointelegraph-ი იტყობინებოდა, გასული წლის ივნისში, Enigma-მ კონფიდენციალურობის კვლევისათვვის ჩიპების მწარმოებელ გიგანტთან Intel-თან გააფორმა კონტრაქტი. პარტნიორობასთან დაკავშირებით, Cointelegraph-ი ასევე ესაუბრა Enigma-ს დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს Guy Zyskind-ს და საუბრისას მან აღნიშნა, რომ ისინი ბლოკჩეინის ხელმისაწვდომობისა და სანდოობის გაზრდას აპირებენ.[1]
[1] წყარო: https://cointelegraph.com/news/enigmas-ethereum-based-private-smart-contract-testnet-goes-live