Enterprise Ethereum Alliance-ი მონეტების სისტემატიზაციისთვის J.P. Morgan-თან თანამშრომლობას იწყებს

Home » სიახლეები » Enterprise Ethereum Alliance-ი მონეტების სისტემატიზაციისთვის J.P. Morgan-თან თანამშრომლობას იწყებს
22/04/2019
Enterprise Ethereum Alliance-ი მონეტების სისტემატიზაციისთვის J.P. Morgan-თან თანამშრომლობას იწყებს

ეთერიუმის ბაზაზე დაფუძნებულმა კონსორციუმმა Enterprise Ethereum Alliance – მა (EEA) ბლოკჩეინ – ნეიტრალური მონეტის სისტემატიზაციის ინიციატივის გაშვების შესახებ განაცხადა, რომელიც მაღალპროფილულ პარტნიორებს შორის Wall Street – ის ერთ – ერთ ყველაზე ცნობილ ფინანსურ ინსტიტუტ J.P. Morgan – საც მოიცავს. პრეს – რელიზის მიხედვით, რომელიც 17 აპრილს გამოქვეყნდა, EEA – ის მონეტების სისტემატიზაციის ინიციატივა მიზნად ისახავს ახალი საწარმოების მიერ კრიპტოვალუტის ათვისების გამარტივებას მონეტების არა – ტექნიკური და ინტერიდუსტრიული პირობების გათვალისწინებით. მიმდინარე მონაცემების მიხედვით სხვადასხვა ინდუსტრიების მასშტაბით კრიპტოსავალუტო სისტემისა და ბლოკჩეინის ტექნოლოგიების ათვისების პროცესი საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს და აღნიშნულიდან გამომდინარე EEA და მათ მიერ შემოთავაზებული მონეტის სისტემატიზაცია წარმოადგენს იმ ინიციატივათაგან ერთ – ერთს რომელიც თანამედროვე სამყაროში მონეტების ათვისებისა და გავრცელების სტანდარტიზაციის მეთდების დანერგვას აპირებს. ინიციატივის ავტორების განცხადებით, ახალი სისტემის მიზანია მომხმარებლისათვის გაცილებით გამარტივდეს და ადვილად აღქმადი გახდეს კრიპტოვალუტების გამოყენებასთან და მათი მეშვეობით განხორციელებულ ტრანზაქციებთან დაკავშრებული პროცედურები.

ბაზარზე ბიტკოინის პირველად გამოჩენიდან მოყოლებული, დღესდღეობით ათასობით კრიპტოვალუტა გამოჩნდა, რომელთა არსებობამაც მომხმარებლებს მრვალი თავსატეხი გაუჩინა მონეტების კლასიფიკაციის, დახარისხებისა და შენახვის განსხვავებული მეთოდების გამო. EEA – ი კი მიიჩნევს, რომ მათ ინიციატივა სტანდარტიზაციის საფუძველზე მომხმარებლებს მონეტების დიფერენცირებულობის ტვირთის შემსუბუქების საშუალებას მისცემს. წინა პერიოდში განხორციელებული მცდელობებისა და სისტემატიზაციის არსებული მოდელების მიუხედავად, პრეს – რელიზი იუწყება, რომ ამჟამად ინდუსტრია არსებულ ინიციატივაში მონაწილეობის ერთობლივი მუხტის ნაკლებობას განიცდის. EEA – ის მთავარ მიზანს საკუთარ ახალ სისტემასთან buzzword – თან ურთიერთქმედების უზრუნველყოფა წარმოადგენს, ვინაიდან და რადგანაც ბოლო პერიოდში ბაზარზე ყოველდღე ახალი ტიპის მონეტები ჩნდება (როგორიცაა J.P. Morgan Chase – ის და Facebook – ის მიერ შემოთავაზებული მონეტები), მით უფრო მატულობს ინდუსტრიის მონაწილეებს შორის კომუნიკაციისა და ურთიერთობის სტანდარტიზაციის მეთოდების შექმნის აუცილებლობა. Enterprise Ethereum Alliance – ის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, კრიტპოვალუტების ინდუსტრიის სტანდარტიზაციას მნიშვნელოვანი გავლენა ექნება დარგის სამომავლო განვითარების პერსპექტივებზე, რადგან თავის დროზე სტანდარტების შემოღებამ e – commerce – ის მიმართულებით საფუძველი დაუდო ონლაინ ინდუსტრიის სწრაფ განვითარებას. შედეგად მონეტების ბაზარზე სტადარტების შემოღება ბაზრის მონაწილეებს (ძირითადად საწარმოებს) საშუალებას მისცემს გამოიყენონ მონეტები როგორც საქონელსა და მომსახურებაზე, ფინანსებზე, ფასიან ქაღადებსა და ე.წ. კონტენტზე წვდომის იარაღად სამეწარმეო ბლოკჩეინზე დაფუძნებული განცხადებების მიხედვით.[1]


[1] წყარო: https://ethereumworldnews.com/enterprise-ethereum-alliance-partners-with-j-p-morgan-microsoft-on-token-taxonomy/

© 2020 MyCoins.ge all rights reserved