ETF-ის მოლოდინში, ბიტკოინი აღმასვლას განაგრძობს

Home » სიახლეები » ETF-ის მოლოდინში, ბიტკოინი აღმასვლას განაგრძობს
09/11/2023
ETF-ის მოლოდინში, ბიტკოინი აღმასვლას განაგრძობს

მიუხედავად იმისა, რომ ETF ჯერაც არაა ხელშესახები, მის მოლოდინში ბიტკოინის ფასი ზრდას განაგრძნობს – უკანასკნელ 24 საათში ის 3,4%-ით გაძვირდა. მოიმატა ეთერიუმის ფასმაც, 1,3%-ით.

Bitwise-ის აქტივების მენეჯმენტის ოფიცერი, მეთ ჰოგენი, Coindesk-თან ამბობ, რომ ბიტკოინის ETF ჯერ კიდევ არ არის დარეგულირებული (priced in). “ჯერ კიდევ არაა კორექტირებული, რადგან იმ ხალხს, რომლებიც ბიტკოინის ETF-ის ყიდვას აპირებენ, ჯერ კიდევ არ აქვთ ინფორმაცია როდის იქნება პროდუქტი ხელმისაწვდომი”. მისი თქმით, ფინანსური მრჩვლების უმეტესობა, პროდუქტს 2025 წლისთვის ელოდება და არა ორ-სამ თვეში, ასე რომ, ჯერ გარკვეული არაფერია.

ის ასევე აღნიშანვს, რომ ETF კრიპტოში ნამდვილ რევოლუციას მოაწყობს, რადგან ამჟამად, კრიპტო, ინვესტორების იმ 20%-მა იყიდა, რომლებიც საცალო, დამოუკიდებელი ინვესტიციებით ინტერესდებიან. ამერიკის ქონების 80%-ს კი ფინანსური მრჩევლები და ინსტიტუციები აკონტროლებენ, მათ კრიპტოზე წვდომისთვის ETF სჭირდებათ. ეს გარემოება კი ქმნის მოლოდინს, რომ კრიპტო ინვესტიციები მნიშვნელოვნად გაფართოვდება.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved