ETH-სა და BTC-ის გაუფასურება და ლიკვიდაციების გამომწვევი მიზეზები

Home » სიახლეები » ETH-სა და BTC-ის გაუფასურება და ლიკვიდაციების გამომწვევი მიზეზები
29/08/2024
ETH-სა და BTC-ის გაუფასურება და ლიკვიდაციების გამომწვევი მიზეზები

გუშინდელმა სავაჭრო დღემ კრიპტოვალუტები გაუფასურებული დატოვა: ეთერიუმი თითქმის 10%-ით გაუფასურდა, ხოლო ყველაზე მაღალი კაპიტალიზაციის მქონე ბიტკოინი 59 000$-ს ჩამოცდა. მიუხედავად იმისა, რომ უკვე დღეს კრიპტობაზარზე სიტუაცია დასტაბილურდა, გუშინდელი მერყეობისა და ლიკვიდაციის გამომწვევი მიზეზები ჯერაც გაურკვეველია.

ჯამში ლიკვიდაციებმა 313 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ETH-ით მოვაჭრეებმა ლიკვიდაციებში 100 მილიონი, ხოლო BTC-ით მოვაჭრეებმა 95 მილიონ დოლარი დაკარგეს.

აღსანიშნავია, რომ კაპიტალიზაციის მიხედვით პირველი 10 კრიპტოვალუტა, ბიტკოინისა და ეთერიუმის დინამიკის მსგავსად, გაუფასურდა. მიუხედავად იმისა, რომ გუშინდელ რყევებს ზოგიერთი ანალიტიკოსი პაველ დუროვის დაკავებას უკავშირებს, დუროვთან დაკავშირებული, Telegram-ის TON უკანასკნელ 24 საათში 5%-ით გაიზარდა.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved