ETH spot ETF-ის მოლოდინში…

Home » ეთერიუმი » ETH spot ETF-ის მოლოდინში…
17/07/2024
ETH spot ETF-ის მოლოდინში…

მომავალ კვირას, შეერთებულ შტატებში ეთერის (ETH) ინდექს ფონების (spot ETF)-ის ჩაშვებას ელიან. Bitwise-ის წინასწარმეტყველებით, ეს მეორე ყველაზე დიდი საბაზრო კაპიტალიზაციის მქონე კრიპტოვალუტის ფასს 5000$-მდე გაზრდის. მათი აზრით, Grayscale-ის ეთერიუმის ტრასტიდან, ETF-ად გარდაქმნილი, გადინებული11 მილიარდი დოლარის გამო, შესაძლოა აქტივი ერთბაშად არ გაიზარდოს, თუმცა, გრძელვადიან პერიოდში, ETF-ები მეტ დადებით გავლენას იქონიებს ეთერიუმზე, ვიდრე თავის დროზე ბიტკოინზე იქონია.

მეთ ჰიუგენმა, Bitwise-ის ინვესტირების დირექტორმა ანგარიშში აღნიშნა, რომ “ETF-ად გარდაქმნის შემდეგ, წლის ბოლომდე აქტივი ახალ სიმაღლეზე ავა”. Bitwise-ის ინფორმაციით, BTC იანვარში ჩაშვებული spot ETF-ების შედეგად, 25%-ით გაიზრდა. მათი მტკიცებით, ETH-ზე ინდექს ფონდების გავლენა კიდევ უფრო მძლავრი 3 სტრუქტურული მიზეზის გამო იქნება: ეთერის მოკლევადიანი ინფლაციის მაჩვენებელი 0%-ია, როცა ბიტკოინის ვერსიები ჩაეშვა, ქსელის ინფლაციის მაჩვენებელი 1,7% იყო – ასე რომ, მაღალი მოთხოვნა ხვდება ნულოვან მიწოდებას. ბიტკოინის მაინერებისგან განსხვავებით, ETH-ის სტეიკერებს გაყიდვა არ უწევთ, თანაც ETH-ის 28% “დასტეიკებულია” – ბაზარს გარეთაა.

ანგარიში ამტკიცებს იმასაც, რომ ეთერის ETF-ები ჩაშვებიდან 18 თვეში 15 მილიარდ დოლარს მოიზიდავს.

ოპტიმისტური პროგნოზები აქვს Steno Research-საც, რომელმაც ივნისში წლის ბოლომდე ეთერის 6.500$-იან ნიშნულამდე გაზრდა იწინასწარმეტყველა.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved