20 ივნისს თბილისში საქართველოს მნიშვნელოვანი კრიპტო ღონისძიება ჩატარდება

Home » სიახლეები » 20 ივნისს თბილისში საქართველოს მნიშვნელოვანი კრიპტო ღონისძიება ჩატარდება
07/06/2018
20 ივნისს თბილისში საქართველოს მნიშვნელოვანი კრიპტო ღონისძიება ჩატარდება

 
eMoney  საქართველოს მთავარი კრიპტო ღონისძიების –  Blockchain & Bitcoin Conference Georgia 2018-ის ოფიციალური მედია პარტნიორია.  კონფერენცია 20 ივნისს თბილისში ჩატარდება, რომელიც მიზნად ისახავს, თითოეულ მონაწილეს კომპლექსურად გააცნოს ქვეყანაში არსებული კრიპტო ინდუსტრიის ეკონომიკური და სამართლებრივი ასპექტები.

კონფერენციის თემები:

  • მაინინგის თავისებურებები: აპარატურა, მომგებიანობა;
  • ბლოკჩეინი ბიზნესისთვის – ქეისები;
  • ბლოკჩეინის პერსპექტივები სახელმწიფო ადმინისტრირებაში;
  • კრიპტოვალუტებისა და ბლოკჩეინის რეგულაცია;
  • ICO კამპანიები: ინვესტიცია, მარკეტინგი, ტენდენციები;
  • თოქენიზაცია.

ვისთვის: ხელმძღვანელი პირებისთვის, ფინანსისტებისთვის, დეველოპერებისთვის, იურისტებისთვის, მარკეტერებისა და PR მენეჯერებისთვის.
რატომ: იმისათვის, რათა გაიგოთ მეტი იმის შესახებ, თუ როგორ მიიღოთ მოგება კრიპტოვალუტებიდან და მაინინგ ფერმის გახსნისას; მიიღოთ იურიდიული კონსულტაცია, გაზარდოთ ICO-ს მომგებიანობა, იპოვნოთ პარტნიორები, წარმოაჩინოთ თქვენი კომპანია, მოიზიდოთ ახალი კლიენტები; იმისათვის, რათა გაიგოთ, რომ თქვენი ბიუჯეტის დახარჯვა ისეთ რამეზე, რაც არ მუშაობს, არ არის კარგი აზრი.
კონფერენციის სპიკერები: გაიცანით ქართველი მოაზროვნე ლიდერები, საჯარო სტრუქტურების წარმომადგენლები, მაინერები, ქართველი და საერთაშორისო იურისტები, ეკონომისტები, ICO კონსულტანტები და ანალიტიკოსები, რომლებიც თავიანთ ქეისებს გაგიზიარებენ.
აი რამდენიმე მათგანი:
ავთანდილ კასრაძე, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო;
მარიამ ტურაშვილი, პროექტების მართვისა და გაყიდვების სამსახური – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;
ვანო ნარიმანიძე, ასოციაცია ბლოკჩეინ საქართველო;
ალექს სუდაძე, ბიტკოინის საელჩო საქართველოში;
დავით კიზირია, Innovation and Development Foundation;
დენის ალეინიკოვი, Aleinikov & Partners;
კატარინა გაიზელჰართი, PwC Germany;
გორდონ აინშტაინი, CKR LAW LLP;
სრული პროგრამა ხელმისაწვდომია ვებსაიტზე.
შეხვედრის ადგილი
ღონისძიება ჩატარდება თბილისის ცენტრში, ფეშენებელურ სასტუმრო Radisson Blu Iveria Hotel-ში. მისამართი: პირველი რესპუბლიკის მოედანი 1 (ყოფილი ვარდების რევოლუციის მოედანი).
ორგანიზატორი
საერთაშორისო კომპანია Smile-Expo ბლოკჩეინ ღონისძიებებს მასპინძლობს მსოფლიოს 20 ქვეყანაში. 12 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილების მანძილზე Smile-Expo-მ მოიპოვა რეპუტაცია როგორც დიდი ინდუსტრიული ღონისძიებების ორგანიზატორმა, როგორც ევროპასა და აზიაში, ასევე ავსტრალიაშიც კი.
ღონისძიებების პარტნიორები არიან ბლოკჩეინ ინდუსტრიის დამფუძნებლები საქართველოში: ასოციაცია ბლოკჩეინ საქართველო, ბიტკოინის საელჩო საქართველოში და ბლოკჩეინ სისტემების ინსტიტუტი.
კონფერენციაში მონაწილეობას გეგმავს 300-მდე დამსწრე საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან, ბელარუსიდან, გერმანიიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან.
ააშენეთ თქვენი კრიპტო ბიზნესი საქართველოში. https://clck.ru/DYF7i
 
 

© 2020 MyCoins.ge all rights reserved