ExxonMobil – მა, Chevron – მა და ხუთმა სხვა გლობალურმა ნავთობისა და გაზის კომპანიამ ბლოკჩეინის კონსორციუმი შექმნეს

Home » სიახლეები » ExxonMobil – მა, Chevron – მა და ხუთმა სხვა გლობალურმა ნავთობისა და გაზის კომპანიამ ბლოკჩეინის კონსორციუმი შექმნეს
04/03/2019
ExxonMobil – მა, Chevron – მა და ხუთმა სხვა გლობალურმა ნავთობისა და გაზის კომპანიამ ბლოკჩეინის კონსორციუმი შექმნეს

2019 წლის 26 თებერვალს გამოქვეყნებული პრეს – რელიზის მიხედვით, შვიდმა გლობალურმა ნავთობისა და გაზის კომპანიამ, მათ შორის, ამერიკული ინდუსტრიის გიგანტებმა ExxonMobil – მა და Chevron – მა ერთმანეთთან თანამშრომლობით ბლოკჩეინის კონსორციუმი შექმნეს. ე.წ. ნავთობისა და გაზის ბლოკჩეინის კონსორციუმი, რომელიც ექვემდებარება ოფშრულ ოპერატორთა კომეტეტს (OOC), მიზნად ისახავს მტიკებულების შესამოწმებელი კონცეფციის (PoF) დამკვიდრებას, რათა ხელი შეუწყონ აღნიშნული ტექნოლოგიების გლობალურ განვითარებასა და ადაპტაციას. პრეს – რელიზის თანახმად, კონსორციუმი წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების ნავთობისა და გაზის ინდუსტრიის ერთ – ერთ პირველ წამოწყებას. დამფუძნებელ წევრებს შორის გამოირჩევიან Chevron – ი და ExxonMobil – ი, რომლებიც მსოფლიოს ათ მოწინავე კომპანიას შორის ორ უმსხვილეს ერთეულს წარმოადგენენ (2017 წლის მონაცემებით Chevron  – ის შემოსავალი 237 მილიარდ ა.შ.შ. დოლარს ხოლო ExxonMobil – ის შემოსავალი 134 მიალიარდ ა.შ.შ. დოლარს წარმოადგენს). აღსანიშნავია ისიც, რომ OCC – ის საბჭო მოიცავს ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფუძნებულ ConocoPhillips – ს, Pioneer Natural Resources – ს, Hess – ს, Norwegian Equinor – სა და ესპანურ Repsol – ს.

დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის რებეკა ჰოფმანის განცხადებით, კონსორციუმის შექმნა ნათობისა და გაზის ინდუსტრიისათვის ერთ – ერთ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს წარმოადგენს ბლოკჩეინზე ორიენტირებული სტანდარტებისა და შესაძლებლოების რეალიზაციის მიმართულებით. ამავე წლის 25 თებერვალს, Vakt – ს (რომელიც ნავთბის პოსტ – სავაჭრო პლატფორმას წარმოადგენს) შეუერთდა ოთხი ახალი კლიენტი, რომელშიც შედის BP – ი, Shell – ი და Total – ი და ასევე ინდუსტრიის გიგანტები, როგორებიცაა Chevron – ი, Equinor – ი და Reliance Industries – ი. Vakt – ი, რომელიც სასაქონლო ვაჭრობის გასაუმჯობესებლად და დოკუმენტბრუნვის დანახარჯების შესამცირებლად შეიქმნა, 2018 წლის ნოემბერში დაიწყო ფუნქციონირება.[1]


[1] წყარო: https://cointelegraph.com/news/exxonmobil-chevron-and-five-others-form-global-oil-and-gas-blockchain-consortium

© 2020 MyCoins.ge all rights reserved