Facebook-ის პროექტმა Libra-მ კრიპტოვალუტების ოპონენტები გამოაღვიძა

Home » სიახლეები » Facebook-ის პროექტმა Libra-მ კრიპტოვალუტების ოპონენტები გამოაღვიძა
23/07/2019
Facebook-ის პროექტმა Libra-მ კრიპტოვალუტების ოპონენტები გამოაღვიძა

ბოლო 10 წლის განმავლობაში მსოფლიო რეგულატორები გარკვეულ წილად აიგნორებდნენ ბიტკოინსა და სხვა კრიპტოვალუტებს. მათი მხრიდან მხოლოდ მცირედი მცდელობები იყო განხორციელებული ფასის მკვეთრი რყევებისა და არასანდო, საეჭვო კრიპტოპლატფორმებისაგან კრიპტოინვესტორების დასაცავად.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ბიტკოინის ფასი 200%-მდე გაიზარდა, 2018 წლის მკვდარი პერიოდის შემდგომ კრიპტოვალუტები კვლავ გამოცოცხლდნენ, რაც ძირითადად გამოწვეული იყო მსხვილი კომპანიების ინვესტირებით კრიპტოვალუტებში, მათ შორის არის სოციალური მედია გიგანტი Facebook-ი, რომელმაც განაცხადა რომ 2020 წელს გამოუშვებდა საკუთარ კრიპტოვალუტა Libra-ს, თუმცა Facebook-ის ამ პროექტმა ამერიკის მთავრობის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია და ეს სფერო ამერიკისა და მსოფლიო რეგულატორების აქტიური განხილვის საკითხი გახადა.

Facebook-ის ახალი პროექტის, ლიბრას შესწავლა კვლავაც მიმდინარეობს სხვადასხვა რეგულატორების მიერ, რასაც თან ახლავს კომპანიის მაღალი თანამდებობის პირების დაკითხვა მომხმარებელთა პირადი მონაცემების დამუშავებისა და გამოყენების თაობაზე.

„ ბოლო დროს კრიპტოვალუტების ბაზარი „ველურ დასავლეთს“ დაემსგავსა, ეს პერიოდი დასასრულს მიუახლოვდა, რადგან რეგულატორები მიისწრაფიან ციფრულ ფულთან დაკავშირებული რეგულაციების გამკაცრებისაკენ.“ – განაცხადა Alex Hodgson-მა, BTVK-ის მთავარმა კონსულტანტმა.

ასევე აღსანიშნავია ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საჯარო განცხადება სოციალლურ ქსელ Twitter-ში, სადაც ის აღნიშნავს საკუთარ უარყოფით დამოკიდებულებას კრიპტოვალუტებისა და Facebook-ის პროექტ Libra-სადმი. ის თავის განცხადებაში კრიპტოვალუტებს არარეგულირებად აქტივებად მოიხსენიებს, რომელიც ხელს უწყობს არაკანონიერი ქმედებების განხორციელებას, როგორიცაა ნარკოვაჭრობა და სხვა არაკანონიერი საქმიანობა.

პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურნენ სხვა მთავრობის წევრებიც და მათაც დაგმეს კრიპტოვალუტები და Facebook-ის პროექტი ლიბრა.

მორიგი გამოწვევა კრიპტოვალუტებისათვის, როგორია შენი რეაქცია?


წყარო: https://myc.ge/2y43iK3

© 2020 MyCoins.ge all rights reserved