Facebook-ის წყაროების მიხედვით, ახალი კრიპტოვალუტის დეტალები 2019 წლის 18 ივნისისთვის გახდება ცნობილი

Home » სიახლეები » Facebook-ის წყაროების მიხედვით, ახალი კრიპტოვალუტის დეტალები 2019 წლის 18 ივნისისთვის გახდება ცნობილი
10/06/2019
Facebook-ის წყაროების მიხედვით, ახალი კრიპტოვალუტის დეტალები 2019 წლის 18 ივნისისთვის გახდება ცნობილი

ინფორმაციული და თანამედროვე ტექნოლოგიების ჟურნალის TechCrunch-ის მიერ 6 ივნისს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მრავალ წყაროზე დაყრდნობით Facebook-ი 18 ივნისისთვის აპირებს საკუთარი სტაბილური მონეტის გამოშვებას. როგორც ფირმის შიგნით ისე მის გარეთ არსებულმა ინფორმაციულმა წყაროებმა საბოლოოდ ცხადყეს, რომ კომპანია ამ თვეში გაასაჯაროვებს საკუთარ ე.წ. გასაიდუმლოებულ კრიპტოვალუტის პროექტს. უწინ, გავრცელებული ჭორების მიხედვით, აღნიშნული პროექტი 2020 წლისათვის უნდა განხორციელებულიყო, რომელიც ძირითადად კონცენტრირებული იქნებოდა ბაზრის მასშტაბით განხორციელებულ გზავნილებზე. TechCrunch-ის განცხადებით, კომპანია კონკრეტულ დეტალებს საკუთარ კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით 18 ივნისს გამოაქვეყნებს. აღნიშნული თარიღი ასევე ინტერვიუში  დააადასტურა Facebook-ის ჩრდილოეთ ევროპის ფინანსური მომსახურებისა და გადახდების პარტნიორობის ხელმძღვანელმა ლაურა მაკკრაკენმა, რომელმაც ასევე განაცხადა, რომ კომპანიის სტაბილური მონეტა არ იქნება მიბმული მხოლოდ ა.შ.შ. დოლარზე. გერმანულ ფინანსურ ჟურნალთან ინტერვიუში მან ასევე სააშკარაოზე გამოიტანა ინფორმაცია, რომ ე.წ. Facebook Coin-ის ღირებულება თანადროულად მიბმული იქნება რამდენიმე საერთაშორისო ვალუტაზე.

გადახდების სექტორში Facebook-ის შესვლამ ფეხზე წამოაყენა დარგში მოღვაწე კომპანიები. აღსანიშნავია ისიც, რომ არა მხოლოდ კონკრეტული სოციალური მედიის პლატფორმა გადადის ახალი ფუნქციების დამატებაზე, არამედ (აღმასრულებლების განცხადებით) მისი მონათესავე კომპანიებიც WhatsApp-ი და Instagram-იც შეიმუშავებენ Facebook-ის მსგავს პროექტებს. მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებას, რა თქმა უნდა, შესაბამისი კრიტიკაც ხშირად თან სდევს. ამერიკის შეერთებული შტატების რეიტინგების სააგენტოს Weiss Ratings-ის განცხადებით, Facebook-ის გადარიცხვების ბაზარზე შესვლის მთავარ მიზანს ბანკების ფინანსური საქმიანობის არეალის შეზღუდვას უფრო წარმოადგენს ვიდრე უბრალოდ კრიპტოვალუტების დივერსიფიკაციისათვის ხელის შეწყობას. ამასთან ერთად, დეველოპერი ხუან ვილავერდეს თქმით, გრძელვადიან პერიოდში ბიტკოინი (BTC) და სხვა კრიპტოვალუტები გრძელვადიან ფასების ზრდის ტენდენციას ინარჩუნებენ, და აღნიშნული ზრდის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს წარმოადგენს ხალხის რწმენა, რომ კრიპტოვალუტები მლიანად შეცვლიან დღესდღეობით გავრცელებულ ტრადიციულ ფინანსურ სისტემას.[1]  


[1] წყარო: https://cointelegraph.com/news/facebook-sources-say-that-stablecoin-white-paper-will-come-on-june-18

© 2020 MyCoins.ge all rights reserved