Facebook-ი საკუთარ stablecoin-ზე მუშაობს

Home » სიახლეები » Facebook-ი საკუთარ stablecoin-ზე მუშაობს
24/12/2018
Facebook-ი საკუთარ stablecoin-ზე მუშაობს

სოციალური მედიის გიგანტმა Facebook – მა ფულადი გადარიცხვების შესასრულებლად საკუთარი stablecoin[1] – ის  შემუშავება დაიწყო. წინა კვირას, პარასკევს (21 დეკემბერს) ბლუმბერგზე განთავსებული განცხადების მიხედვით, კომპანია თავდაპირველად ინდოეთის ბაზრის ათვისებას აპირებს, სადაც მომხმარებლები WhatsApp – ის (ტექსტური შეტყობინების გასაგზავნი აპლიკაცია, რომელიც Facebook – მა 2014 წელს შეიძნა) მეშვეობით გადარიცხავენ ფულად სახსრებს ვალუტაზე მიმაგრებული კრპტოვალუტის გავლით. თუმცა, ანგარიშში ასევე ნახსენებია, რომ stablecoin – ის მოხმარებაში გაშვება მოკლე პერიოდში არ არის მოსალოდნელი, რადგან ინიციატივა ჯერ კიდევ სტრატეგიული დაგეგმვის ეტაპზეა. აღსანიშნავია ისიც, რომ ამჟამად, ინდოეთში WhatsApp – ის ყოველთვიური აქტიური მომხმარებლების რაოდენობა 200 მილიონს აღემატება და მსოფლიო ბანკის მონაცემებზე დაყრდნობით, ფულადი გზავნილების მოცულობის მხრივ ინდოეთი ერთ – ერთი უმსხვილესი ბაზარია, სადაც მიგრანტების მიერ 2017 წელს 69.59 მილიარდი ა.შ.შ. დოლარი გადაირიცხა (გაიგზავნა) ინდოეთის ტერიტორიაზე.

Facebook – მა თავისი ბლოკჩეინ გუნდის ფორმირება 2018 წლის მაისში დაიწყო, რომლის მთავარ ამოცანას აღნიშნულ სფეროში განვითარებადი ტექნოლოგიების შესწავლა და განვითარება წარმოადგენს. ამავდროულად, ამავე წლის დეკემბრის დასაწყისში კომპანიამ 5 ვაკანტური ადგილი გამოაცხადა ბლოკჩეინის გუნდის დასაკომპლექტებლად მონაცემთა ანალიზის, პროგრამული უზრუნველყოფის, ინჟინერიისა და მარკეტინგის მიმართულებით. კრიპტო ანალიტიკოსისა და Morgan Creek Digital Asset – ის დამფუძნებლის ანტონი პომპილანოს განცხადებით, თუ Facebook – ი ბრუნვაში გაუშვებს საკუთარ stablecoin – ს, იგი ძალიან სწრაფად გადაიქცევა ერთ – ერთ ყველაზე ფართოდ მოხმარებად კრიპტოვალუტად. თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ინდოეთის მთავრობა დიდი ხანია ებრძვის კრიპტოვალუტებს და Facebook – ის წამოწყება მოვლენების საინტერესოდ განვითარებას გვპირდება. ამავდროულად, სხვა მოკლე ტექსტური შეტყობინებების აპლიკაციებმაც, როგორიცაა Kakao, LINE – ი და Telegram – ი, გამოავლინეს ბლოკჩეინის სივრცეში გადაადგილების გეგმები და უკვე, 2018 წლის აგვისტოში, იაპონური აპლიკაცია LINE – ი  პირველი საჯაროდ მოვაჭრე კომპანია გახდა, რომელმაც ბრუნვაში საკუთარი კრიპტოვალუტა (LINK token – ი) გაუშვა.[2]

 

[1] რომელიმე ვალუტაზე მიმაგრებული/მიბმული კრიპტოვალუტა.

[2] წყარო: https://www.coindesk.com/facebook-is-working-on-its-own-stablecoin-for-money-transfers-report

© 2018 MyCoins.ge all rights reserved