Facebook-ს ლიბრას პროექტთან დაკავშირებით ახალი გეგმები აქვს

Home » სიახლეები » Facebook-ს ლიბრას პროექტთან დაკავშირებით ახალი გეგმები აქვს
05/03/2020
Facebook-ს ლიბრას პროექტთან დაკავშირებით ახალი გეგმები აქვს

Facebook-ის პროექტი, კრიპტოვალუტა ლიბრას გაშვებასთან დაკავშირებით, კანონმდებლების მხრიდან დიდ წინააღმდეგობას შეხვდა, რისი გაანალიზების შემდეგაც მარკ ცუკერბერგის გუნდმა გადაწყვიტა კურსი შეცვალოს.

უახლესი ინფორმაციის მიხედვით, ფეისბუქი აღარ დაელოდება ბლოკჩეინ ტექნოლოგაზე დაფუძნებული ციფრული ვალუტის დასრულებას, მანამდე ლიბრას ბროექტი ფოკუსირდება არსებული, ტრადიციული ვალუტების (ევრო, დოლარი) ციფრულ მხარდაჭერაზე.

ამავდროულად, ფეისბუქმა გადადო ციფრული საფულე, Calibra-ს გაშვება, რომელიც სმარტფონების მფლობელებს საშუალებას მისცემს შეინახონ თავიანთი კრიპტოვალუტები და გადაიხადონ სხვადასხვა პროდუქტის/სერვისის მისაღებად. საფულეს ამჯერად რამდენიმე კრიპტოვალუტის მხარდაჭერა ექნება, ლიბრა კი არა ერთადერთი, არამედ ერთ-ერთი მათგანი იქნება.

Calibra გეგმის მიხედვით ზაფხულში უნდა გაშვებულიყო, თუმცა ახალი თარიღი ოქტომბერია. მიზანი მისი Messenger-ში და WhatsApp-ში ინტეგრაციაა, თუმცა აღსანიშნავია, რომ პლატფორმამ შესაძლოა მთელი მსოფლიო ვერ მოიცვას და გარკვეული რეგულაციები შეეხოს ქვეყნების მიხედვით.

ლიბრას პროექტი პირველად გასული წლის ივნისში დაანონსდა და თავდაპირველად ისეთი კომპანიების მხარდაჭერის მოპოვება მოახერხა, როგორიც არის Martercard, Paypal, Stripe და Visa, თუმცა პოლიტიკური სპექტრიდან მხოლოდ უკმაყოფილება მიიღო, რის შედეგადაც დღემდე ვერ მოხერხდა პროექტის ბოლომდე მიყვანა.

ახალი ინიციატივის მიხედვით ჩანს, რომ ფეისბუქი დანებებას არ აპირებს და პირდაპირი თუ არაპირდაპირი გზებით, მაინც ეცდება თავისი გეგმების განხორციელებას.

წყარო: http://bit.ly/3auHdW8

© 2018 MyCoins.ge all rights reserved