Facebook-ის კრიპტოვალუტა Libra – ახალი შესაძლებლობები თუ გაორმაგებული საფრთხე ბიტკოინისათვის?!

Home » სიახლეები » Facebook-ის კრიპტოვალუტა Libra – ახალი შესაძლებლობები თუ გაორმაგებული საფრთხე ბიტკოინისათვის?!
19/06/2019
Facebook-ის კრიპტოვალუტა Libra – ახალი შესაძლებლობები თუ გაორმაგებული საფრთხე ბიტკოინისათვის?!

სოციალური ქსელი Facebook -ის დამფუძნებელმა მარკ ცუკენბერგმა საჯარო გამოსვლაში აღნიშნა, რომ ბაზარზე ახალი არასპეკულატიური კრიპტოვაუტის “Libra” და მოქნილი საგადახადო სისტემის “Calibra” გამოშვება მიზნად ისახავს რევოლუციური საერთაშორისო ონლაინ გადახდის სისტემის დანერგვას, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.

“Libra” კრიპტობაზარზე წარმოდგენილი იქნება, როგორც დამოუკიდებელი კომპანია, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება არა მარტო Facebook-ის ანგარიშის მფლობელებისათვის, არამედ ყველა ინტერნეტმომხმარებლისათვის.

რეგულატორები კრიტიკულად უყურებენ გიგანტი კომპანიის ამ გადაწყვეტილებას. ისინი თვლიან რომ არსებობს საშიშროება, რომ, ყველა ის ფინანსური თუ არაფინანსური სარგებელი, რომელსაც ახალდაფუძნებული კომპანია ლიბრას მიიღებს, პირდაპირ Facebook-ის ხელში მოხვდება, რაც  მას ბაზარზე  მონოპოლს გახდის.

რეგულატორები ასევე განიხილავენ თუ ვინ უნდა განკარგავდეს მონაცემთა უზარმაზარ ბაზას, საკითხი მოიცავს არსებული მონაცემების ხელმისაწვდომობას მთავრობისათვის და კონკურენტებისათვის, რათა თავიდან აირიდონ ერთი კომპანიის მიერ ბაზრის სრულად კონტროლი.

ფინანსური სტაბილურობა, აგრეთვე ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს რეგულატორებისათვის, მათ სურთ უკეთ გაერკვიონ, თუ როგორ მუშაობს კრიპტოვალუტა Libra. მოსალოდნელია რომ ლიბრას ტოკენები, როგორც „სტაბილური ვალუტა“ (stablecoin) გამყარდება ფიატ ვალუტით (U.S dollar ან EURO), რაც ხელს შეუწყობს კრიპტოვალუტა Libra-ს ფასის სტაბილურობას, განსხვავებით ბიტკოინისა და სხვა კრიტოვალუტებისა.

MyCoins.ge – ყველაზე საიმედო კრიპტოპლატფორმა საქართველოში! და შე გაქვს ანგარიში?

შექმენი შენი კრიპტოანგარიში MyCoins.ge-ზე და ისარგებლე სხვადასხვა კრიპტოოპერაციებით: იყიდე, გაყიდე, გააგზავნე, მიიღე, შეინახე კრიპტოვალუტები

თუ კრიპტოვალუტები შენთვის ახალი ხილია , გამოიწერე ჩვენი ბლოგი, ძალიან ბევრ საინტერესო ინფორმაციას შეიტყობ, გპირდებით! ?


წყარო: https://myc.ge/2Rm3sW1

© 2020 MyCoins.ge all rights reserved