Facebook Libra-ს პროექტი გაშვებას უახლოვდება მაშინ, როცა კანონმდებლები პარტნიორებს პროექტის დატოვებისკენ მოუწოდებენ

Home » სიახლეები » Facebook Libra-ს პროექტი გაშვებას უახლოვდება მაშინ, როცა კანონმდებლები პარტნიორებს პროექტის დატოვებისკენ მოუწოდებენ
16/10/2019
Facebook Libra-ს პროექტი გაშვებას უახლოვდება მაშინ, როცა კანონმდებლები პარტნიორებს პროექტის დატოვებისკენ მოუწოდებენ

ფეისბუქის პროექტი Libra ნელ-ნელა სააშკარაოზე გამოდის, მის გარშემო არსებული ქაოსი კი კიდევ უფრო იმატებს.

ბლუმბერგის მიხედვით, ამერიკელმა კანონმდებლებმა Mastercard-ს, Visa-ს და Stripe-ს უკვე მოუწოდეს გადაეხედათ თავიანთი გადაწყვეტილებისთვის პროექტში ჩართულობაზე, ხოლო როგორც ტელეგრაფი იუწყება, ლიბრას ჯგუფის ხელმძღვანელმა, საიმონ მორისმა, თანამდებობა უკვე დატოვა.

Libra Facebook-ის ახალი პროექტია. ციფრული ვალუტის შექმნის მიზანი მისი ონლაინ შესყიდვებისთვის და გადარიცხვებისთვის გამოყენებაა. Facebook-მა უკვე შექმნა Libra Association, რომელსაც ხელმძღვანელობას სხვადასხვა კომპანიებისგან შემდგარი ჯგუფები გაუწევენ. მიზანი კი 2020 წელში Libra-ს, როგორც ახალი ციფრული ვალუტის, გლობალურ ბრუნვაში გაშვებაა.

Libra Association ამ ეტაპზე 27 წევრისგან შედგება, რომლის სამი წევრი სწორედ Visa, Mastercard და Stripe-ია. კომპანიებს აქტიურად მოუწოდებენ გადახედონ თავიანთ გადაწყვეტილებას პროექტში ჩართულობაზე. ამერიკის დემოკრატიული პარტიის ორმა სენატორმა კომპანიებს წერილობითი გაფრთხილებაც გაუგზავნეს, სადაც ირწმუნებიან, რომ Libra გლობალურ ფინანსურ სისტემას შეუქმნის საფრთხეს. 

❝ გთხოვთ თავიდან გადახედოთ თქვენს პოზიციას და კარგად გააანალიზოთ ყველა რისკი, რადგან Facebook ჯერ არ წარმსდგარა კონგრესის და არც სხვა ფინანსური რეგულატორების წინაშე და არავინ იცის, რა საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს გლობალური ფინანსური სისტემა.

-ნათქვამია კომპანიებისთვის გაგზავნილ წერილში

Business Insider-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში, Libra Association-ის უსაფრთხოებისა და კომუნიკაციების ხელმძღვანელი, Dante Disparte, ამბობს, რომ Libra Association-ის პროექტი არ აპირებს მზის სინათლეზე გამოსვლას მანამ, სანამ რაიმე კითხვები ჯერ კიდევ დარჩენილია კანონმდებლების მხრიდან. მისი თქმით, გამჭვირვალობა მათი პოლიტიკის ნაწილია და სურთ, რაც შეიძლება მეტი თანამოაზრე შეურთდეთ. ხელმძღვანელმა აღნიშნა ისიც, რომ ბოლო პერიოდში მათ პროექტში მონაწილეობის მსურველების რაოდენობამ 1500-ის მიაღწია. 

მას შემდეგ რა პროექტი დაანონსდა, Libra Association პირველად Paypal-მა დატოვა, თუმცა ეს გადაწყვეტილებაც ბუნდოვანია იქიდან გამომდინარე, რომ კომპანია დღემდე ამ პროექტის მხარდამჭერების რიგებში მოიაზრებს თავს.

ლიბრას პროექტის გარშემო სხვა პოლიტიკოსების მხრიდანაც ყოფილა წინააღმდეგობები. ივლისში პრეზიდენტმა Donald Trump-მა ახალ კრიპტოვალუტას Twitter-ის საშუალებით გამოუცხადა უნდობლობა. ამერიკის დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა Rashida Tlaib კი თავისი ეჭვები გაამხილა და უკანონო პროექტის კანონიერად შეფუთვის მცდელობას გაუსვა ხაზი.

ევროკავშირმა უკვე დაიწყო გამოძიება ლიბრას გარშემო, ამავდროულად, საფრანგეთის ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ისინი არ მიესალმებიან Libra-ს ევროპაში განვითარებას.

Facebook-ს, Masterard-ს, Visa-ს და Stripe-ს კი ამ ეტაპამდე ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.

საინტერესოა, შეძლებენ თუ არა Facebook და Libra Association-ყველა ეჭვის გაფანტვას და პროექტის წარმატებით გაშვებას?

მანამ, სანამ კიდევ ერთი კრიპტოვალუტა შეემატება ციფრული ვალუტების სამყაროს, გადახედე მიმდინარე კრიპტოკურსებს MyCoins-ზე და იყიდე/გაყიდე, მიიღე ან გააგზავნე 7 მოთხოვნადი კრიპტოვალუტა.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved