იტალიურმა მანქანათმშენებელმა კომპანია Ferrari-მ ხელი მოაწერა მრავალწლიან ხელშეკრულებას შვეიცარიულ კომპანია Velas-თან ციფრული NFT კონტენტის შესაქმნელად. აღნიშნული მოვლენის შესახებ იუწყება კომპანიის ოფიციალური ვებგვერდი.
![](https://mycoins-blog-w3-total-cache.s3.amazonaws.com/wp-content/uploads/2021/12/Untitled-10-1-6.gif)
ხელშეკრულების დეტალები და კონტრაქტის ღირებულება არ დაკონკრეტებულა.
გარდა ამისა, Ferrari-მ პრესრელიზში ხაზი გაუსვა მოვლენას, რომლის მიხედვითაც მომავალი სეზონიდან ველასი გახდება Ferrari Formula 1-ის სარბოლო გუნდის ოფიციალური პარტნიორი, ასევე F1 Esports თამაშში მონაწილე ესპორტის გუნდი.