ფაქტია, რომ დიდი მოლოდინის მიუხედავად, ETF პროდუქტების დამტკიცებამ ბიტკოინის (და დღეს უკვე ყველა კრიპტოვალუტის) გაუფასურება გამოიწვია. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ყველაზე მაღალი კაპიტალიზაციის მქონე ვირტუალური აქტივის ფასი 9,4%-ით გაუფასურდა.
დღეს ფასი 40 000$-იან ნიშნულსაც ჩამოცდა. კრიპტოენთუზიასტების ნაწილი, ამას FTX-ის მიერ ფასიანი ქაღალდების გაყიდვას უკავშირებს. მოგეხსენებათ, რომ Greyscale-ის პროდუქტი GBTC უკვე 10 წელია არსებობს, და ამ დროის განმავლობაში მან 30 მილიარდი დოლარის ოდენობის აქტივების მოზიდვა შეძლო. ამ ფასიანი ქაღალდების ETF-ად გარდაქმნასა და კიდევ 10 ახალი ETF პროდუქტის ჩაშვებას, SEC-მა მხარი ცოტა ხნის წინ დაუჭირა. მიუხედავად იმისა, რომ მათ მიმართ ინტერესი არსებობს და ETF-ები ინვესტიციებსაც იზიდავენ, GBTC-დან მილიონობით დოლარის რაოდენობის ბიტკოინი გაედინება.
CoinDesk-ის ინორმაციით, ეს გაკოტრებული FTX-ის დამსახურებაა. გასაყიდად გამოტანილი 22 მილიონი ფასიანი ქაღალდის საერთო ღირებულება 1 მილიარდ დოლარამდე იყო. ამავე გამოცემის ინფორმაციით, FTX-ს მეტი მსგავსი ჰოლდინგი აღარ აქვს.