Fundstart – ის ანალიტიკოსები (ფასის მომდევნო სპეკულაციურ ზრდამდე) მომხმარებლებს ბიტკოინის შეძენას ურჩევენ

Home » სიახლეები » Fundstart – ის ანალიტიკოსები (ფასის მომდევნო სპეკულაციურ ზრდამდე) მომხმარებლებს ბიტკოინის შეძენას ურჩევენ
06/05/2019
Fundstart – ის ანალიტიკოსები (ფასის მომდევნო სპეკულაციურ ზრდამდე) მომხმარებლებს ბიტკოინის შეძენას ურჩევენ

Bloomberg – ის ბაზარზე არსებული საბაზრო სტრატეგიის შემუშავების ფირმის Fundstart Global Advasors – ის მიერ 3 მაის გამოთქმული მოსაზრების თანახმად, ბიტკოინის ფასი შეიძლება მალე ისევ დაბალ ნიშნულს დაუბრუნდეს, მაგრამ თუ ინვესტორები შეინარჩუნებენ სპეკულაციურ განწყობებს კრიპტოვალუტის მიმართულებით ფასმა შეიძლება გაცილებით დიდ ნიშნულსაც მიაღწიოს. Fundstart – ის ანალიტკოსმა რობერტ სლუიმერმა მომხმარებლებისათვის მომზადებულ ჩანაწერში განაცხადა, რომ ბიტკოინის ამჟამინდელი სიმტკიცე ფასის გრძელვადიანი ზრდის საწყისს წარმოადგენს, თუმცა ფასის და თავად კრიპტოვალუტის მოკლევადიანი აკუმულირების პროცესი ჯერ არ დასრულებულა. ბიტკოინის ფასმა, დღევანდელი მონაცემებით, 2018 წლის ნოემბრის თვიდან მოყოლებული, თავის რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია. სლუიმერის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ინვესტორები განაგრძობენ მოკლევადიანი აკუმულირების პროცესს და ხელს შეუწყობენ ბაზარის აქტივობის ზრდას, ფასმა შესაძლოა დროის მოკლე პერიოდში $ 6,000 ა.შ.შ დოლარიან ნიშნულსაც მიაღწიოს.

რობერტ სლუიმერთან ერთად (ბიტკოინის ფასის სპეკულაციურ ქმედებებით და პოზიტიური განწყობის შენარჩუნებით) მსგავსი შეხედულებებით გამოირჩევა Fund Start – ის აღმასრულებელი დირექტორი ტომ ლი, რომელმაც ასევე 2019 წლის კრიპტოსავალუტო ბაზრის ზრდასთან დაკავშირებით საკუთარი დადებითი განწყობა გამოააშკარავა. მისი თქმით 2020 წლისათვის, ბიტკოინი თავისი ყველა დროის ისტორიულ მაქსიმუმზე ($ 20,000) მაღალ ფასს დააფიქსირებს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 2018 წლის ნოემბრის კრიპტოსავალუტო კოლაფსის დროს, რობერტ სლუიმერმა თავის დროზე სწორად განჭვრიტა მოსალოდნელი საფრთხეები და განაცხადა, რომ ბიტკოინისა და სხვა კრიპტოვალუტების ფეხზე წამოდგომას და პირვანდელი ტექნიკური სიჯანსაღის დაბრუნებას საკმაოდ დიდი დრო დაჭირდებოდა. [1]


[1] წყარო: https://cointelegraph.com/news/buy-bitcoin-before-next-bull-run-in-h2-2019-fundstrat-analyst-advises

© 2020 MyCoins.ge all rights reserved