Gaming პერსონალური კომპიუტერების დამამზადებელი კომპანია კრიპტო მომპოვებლებს სიახლეს სთავაზობს

Home » სიახლეები » Gaming პერსონალური კომპიუტერების დამამზადებელი კომპანია კრიპტო მომპოვებლებს სიახლეს სთავაზობს
17/12/2018
Gaming პერსონალური კომპიუტერების დამამზადებელი კომპანია კრიპტო მომპოვებლებს სიახლეს სთავაზობს

Gaming აპარატურის მწარმოებელმა კომპანიამ Razer – მა გაუშვა აპლიკაცია, რომელიც მომხმარებლებს კრიპტოვალუტის მოპოვების სანაცვლოდ სთავაზობს შემოსავალს – მაგრამ აღნიშნული შემოსავალი არ გენერირდება არც კრიპტო და არც ფულად ერთეულებში. ოთხშაბათს გაკეთებული განცხადების მიხედვით, აპლიკაცია – რომელიც Razer SoftMiner – ის სახელით არის ცნობილი, მოთამაშეებს საშუალებას აძლევს გამოიყენონ საკუთარი გრაფიკული ბარათები (როგორც ეთერიუმის ისე სხვა ქსელის მეშვეობით) განხორციელებული ტრანზაქციებიდან. მაშინ როდესაც სხვა აპლიკაციები მომხმარებლებს საშუალებას აძლევენ პირდაპირ მოიპოვონ კრიპტოვალუტები,  SoftMiner აპლიკაცია, მოთამაშეებს სთავაზობს ე.წ. ლოიალობის ქულებს Razer – ის „ვერცხლის“ პროგრამის ფარგლებში. „ვერცხლის“ რაოდენობა კი თავის მხრივ დამოკიდებულია მათი კომპიუტერების დამუშავების ძალაზე, აპლიკაციის მიერ გამოყენებულ დროსა და სხვა მრავალ ტექნიკურ ფაქტორზე. საბოლოოდ ლოიალობის ქულები მოგვიანებით შეიძლება გადაიცვალოს Razer – ის პროდუქტებზე, ნაკეთობებზე, ვაუჩერებსა და სხვა მომსახურებებზე ფასდაკლებების მისაღებად. აღსანიშნავია ისიც, რომ Razer – ის ახალ აპლიკაციას სოციალურ მედიაშიც მოჰყვა გამოხმაურება. სოციალური მედიის მომხმარებელთა ნაწილის განცხადებით, Razer SoftMiner – ი იყენებს მომხმარებლების გრაფიკულ ბარათებს, მაგრამ თავად მომხმარებლები სანაცვლოდ  არ ღებულობენ კრიპტოვალუტებს.

SoftMiner – ი აგებულია იმავე ძრავის გამოყენებით, რომელსაც GammaNow მოიხმარს. მისი მუშაობის პრინციპზე დაყრდნობით, აპლიკაცია აკავებს გამოუყენებილი გრაფიკული ბარათის სიმძლავრეს კრიპტოვალუტის მოსაპოვებლად. მიუხედავად იმისა, რომ ახალი ამბავი მოთამაშეებს ფულადი ექვივალენტის მარტივად გამომუშავებას პირდება, მომხმარებლების უმეტესობა მაინც სკეპტიკურად არის განწყობილი კრიპტოვალუტების მიმართ, რადგან ბოლო დროის მონაცემებზე დაყრდნობით მათი ფასი დაახლოებით 80 პროცენტით შემცირდა. შედეგად, ინდივიდუალური გრაფიკული ბარათის მეშვეობით მნიშვნელოვანი მოგების მიღება ნაკლებად სავარაუდოა, მაშინაც კი თუ კრიპტოვალუტას პირდაპირ მოპოვებისთვის გამიზნული პროგრამული უზრუნველყოფით გამოიმუშავებ. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გასულ თვეში, ტაივანში დაფუძნებულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა Asus – მა მოთამაშეებს კრიპტოვალუტის მოპოვებიდან მოგების მიღების საშუალება მისცა საკუთარი გრაფიკული ბარათების გამოყენებით. Asus – მა ამ პროდუქტის შესაქმნელად აპლიკაციის პროვაიდერ კომპანია Quantumcloud – თან ითანამშრომლა, და რაც ყველაზე მთავარია აპლიკაცია მომხმარებლებს გამომუშავეულ მოგებას ფულად ერეულებში უნაზღაურებს PayPal – ის ან WeChat – ის ანგარიშის მეშვეობით.[1]

 

[1] წყარო:  https://www.coindesk.com/gaming-hardware-maker-razer-offers-users-store-credit-for-crypto-mining

© 2020 MyCoins.ge all rights reserved