GateHub-ზე თავდასხმისას 10 მილიონი ა.შ.შ. დოლარის ექვივალენტი რიპლი დაიკარგა

Home » რიპლი » GateHub-ზე თავდასხმისას 10 მილიონი ა.შ.შ. დოლარის ექვივალენტი რიპლი დაიკარგა
10/06/2019
GateHub-ზე თავდასხმისას 10 მილიონი ა.შ.შ. დოლარის ექვივალენტი რიპლი დაიკარგა

GateHub-ის მიერ 6 ივნისს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, თავდამსხმელებმა (XPR) Ledger-ის დაახლოებით ე.წ. 100 ერთეული საფულე გაძარცვეს. განცხადების მიხედვით, GateHub-ს შემთხვევასთან დაკავშირებით ინფორმაცია მისმა რამდენიმე მომხმარებელმა და საზოგადოების წევრმა მიაწოდა. კომპანიის გათვლებით, თავდამსხმელებმა მოახერხეს დიდი ოდენობით საფულის (XPR Ledger) გატეხვა და მისგან სახსრების მითვისება. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას საწყის ეტაპზე არ გამოუვლენია საკუთარ პლატფორმაზე მიმდინარე საზიანო აქტივობები, მისმა წარმომადგენლება მაინც დაიწყეს გამოძიება კონკრეტულ შემთხვევაზე, რის შედეგადაც გამოვლინდა აპლიკაციის პროგრამირების ინტერფეისზე (API)  მნიშვნელოვნად გაზრდილი მოთხოვნები, რომლებიც მცირე ოდენობის IP მისამართებიდან მოდიოდა, რაც სავარაუდოდ დამნაშავეებს საშულებას აძლევდა წვდომა მოეპოვებინათ ე.წ.  დაშიფრულ გასაღებებზე. GateHub-ის საზოგადოების წევრმა თომას სილქჯერმა, გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვითაც პირველ ივნისს გახდა მათთვის ცნობილი 201,000 XPR-ის მოპარვის შესახებ და მათ დაუყოვნებლივ დაიწყეს გამოძიება. გამოძიების შედეგად გაირკვა, რომ თავდამსხმელის ანგარიში კომპანიის საფულის მეშვეობით იმართებოდა და GateHub.net პლატფორმის გამოყენებით მრავალი სხვა საფულიდან მოიპარა სახსრები (სავარაუდოდ ზუსტად იგივე პლატფორმაზე).

სილქჯერის განცხადებით, 5 ივნისის მონაცემებით, 80-90 დაზარალებულისაგან დაახლოებით 23,200,000 XRP (თითქმის 9.5 მილიონი ა.შ.შ. დოლარი 6 ივნისის მონაცემებით) მოიპარეს, საიდანაც დაახლოებით 13,100,000 XRP ($ 5.37 მილიონი) უკვე გათეთრებული იყო სხვადასხვა კრიპტოსავალუტო ბირჟისა და ე.წ. კომბინირებული მომსახურების მეშვეობით. GateHub აღნიშნავს, რომ ის ჯერ კიდევ ატარებს გამოძიებას და შესაბამისად არ შეიძლება რაიმე ტიპის ოფიციალური დასკვნების გამოქვეყნება. ივნისის თვის დასაწყისში ბლოკჩეინის ზედამხედველობის კომპანია Chainalysis-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც თავდასხმებიდან მოპოვებული კრიპტოვალუტების გათეთრების 64% კრიპტოსავალუტო ბირჟების გავლით ხორციელდება. მოპარული სახსრების გათეთრების სტრატეგიები ასევე მოიცავს ე.წ. კომბინირებულ მომსახურებას, რომელზეც აქტივობების 12% მოდის და დაახლოებით 6% მოიცავს ე.წ. peer-to-peer ქსელებს (მაშინ როცა გათეთრების დანარჩენი აქტივობები განხორციელდა სავაჭრო მომსახურების მომწოდებლებისა და ბნელი ვებ-სივრცის გავლით), ხოლო მოპარული სახსრების 9% ჯერ კიდევ არ არის დახარჯული.[1]


[1] წყარო: https://cointelegraph.com/news/report-nearly-10-million-in-xrp-stolen-in-gatehub-hack

© 2020 MyCoins.ge all rights reserved