ამრიგად, ADA-ს კურსი ინტეგრირებული იქნება ძიების შედეგებში.
Google-მა დაამატა Cardano (ADA) ვალუტის კურსის “კალკულატორში”.

შედეგად მომხმარებლებს შეეძლებათ შეაფასონ აქტივის გაცვლითი ღირებულება სხვადასხვა ფიატ ვალუტასთან მიმართებაში, მათ შორის აშშ დოლარი, ფუნტი სტერლინგი, ევრო და ა.შ.
აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე Google-ზე მხოლოდ ორი კრიპტოვალუტის – ბიტკოინისა და ეთერიუმის კონვერტაცია იყო შესაძლებელი. კარდანო (ADA) მესამე ადგილს დაიკავებს.