Grayscale-ის ეთერიუმით გამაგრებული ფასიანი ქაღალდები OTC ბაზრების სიაში განთავსდა

Home » სიახლეები » Grayscale-ის ეთერიუმით გამაგრებული ფასიანი ქაღალდები OTC ბაზრების სიაში განთავსდა
24/06/2019
Grayscale-ის ეთერიუმით გამაგრებული ფასიანი ქაღალდები OTC  ბაზრების სიაში განთავსდა

Grayscale Investments-ის მიერ 20 ივნისს გამოქვეყნებული ოფიციალური ბლოგ-პოსტის მიხედვით, ეთერიუმზე დაფუძნებული Grayscale-ის უსაფრთხოების კომპანიის (Grayscale Ethereum Trust (ETHE)) ფასიანი ქაღალდები უკვე ე.წ. OTC ბაზრებზე იქნება ხელმისაწვდომი. პოსტის მიხედვით, ETHE წარმოადგენს ღია-დასრულებულ სატრასტო ხელშეკრულებას, რომელიც ეთერიუმშია გამოსახული. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, შესაძლებელია ეთერიუმში ისეთი ინვესტიციის განხორციელება, სადაც რეალურად ეთერიუმის ფლობა საჭირო არ იქნება. ეს იმას ნიშნავს, რომ ეთერიუმის მეშვეობით მოცემულ ბაზრებზე უკვე შესაძლებელია ფასიანი ქაღალდების ყიდვა. აღსანიშნავია ისიც, რომ Grayscale-ის ინვესტიციებისა და კვლევის დეპარტამენტის დირექტორის მეთ ბექის თქმით, ეთერიუმში ივნესტიციის განხორციელება ინვესტორების პორტფელის ღირებულებას გაზრდის. ამავდროულად, პორტფელის ღრებულების ზრდის გარანტს კი ეთერიუმის მოქნილობა (უნიკალურობა) და ტრადიციულ კრიპტოვალუტებთან შესამჩნევად მცირე კორელაცია წარმოადგენს.

ზემოთ განხილული მოსაზრება იგივე სიზუსტით იმეორებს Morgan Creek Capital Mark Yusko-ს აღმასრულებელი დირექტორის მიერ მაისში გამოთქმულ მოსაზრებას, რომ ბიტკოინი ყველაზე მომგებიან კრიპტოვალუტას წარმოადგენს მისი მაღალი დივერსიფიკაციისა და სხვა კრიპტოვალუტებთან დაბალი კორელაციის გამო. Grayscale Investments-ი, რომელიც ETHE-ს ქვეშ არსებულ ამერიკულ საინვესტიციო ფირმას წარმოადგენს, მომხმარებლებს ასევე სთავაზობს ბიტკოინში გამოსახულ სატრასტო ხელშეკრულებებს (Grayscale Bitcoin Trust), ისევე როგორც სხვა კრიპტოვალუტებში გამოსახულ მსგავს ხელშეკრულებებს, რომლებიც მათ შორის მოიცავენ რიპლს (XPR), ბიტკოინ ქეშს (BTC), ეთერიუმ კლასიკს (ETC) და ლაითკოინს (LTC). როგორც უწინ Cointelegraph-ი იტყობინებოდა, Grayscale-მა OTC ბაზრებზე ETHE-ს მეშვებოით ვაჭრობის უფლება (2019 წლის მაისში) კონგრესის მიერ ავტორიზებული ფინანსური ინდუსტრიის მარეგულირებელი ორგანოსაგან მიიღო.[1]


[1] წყარო: https://cointelegraph.com/news/grayscales-ethereum-security-now-listed-on-otc-markets

© 2020 MyCoins.ge all rights reserved