2019 წლის 7 თებერვალს გამოქვეყნებული პრეს – რელიზის მიხედვით, გლობალური მასშტაბით ერთ – ერთი მთავარი კრიპტო ბირჟის Huobi – ის ვაჭრობის მოცულობა 2018 წელს 2017 წელთან შედარებით 100 პროცენტით გაიზარდა. როგორც Huobi – ის გენერალურმა აღასრულებელმა ოფიცერმა ლეონ ლიმ განაცხადა, სინგაპურში დაფუძნებულმა კომპანიამ 2018 წლიდან, სადაც თანამშრომელთა რაოდენობა 400 ადამიანს შეადგენდა, 2019 წლამდე თანამშრომელთა რაოდენობა 1,300 ერთეულამდე გაზარდა და ამასთან ერთად 12 სხვადასხვა ქვეყანასა და რეგიონში კომპანიის ფილიალების რაოდენობამ 15 ერთეულს მიაღწია. Huobi – ის ე.წ. (OTC – Over the counter) სავაჭრო პლატფორმა დღესდღეობით მსოფლიოში ერთ – ერთი ფართოდ გავრცელებული სავაჭრო სივრცეა, და ამასთანავე კომპანიამ მომსახურების სფეროც აითვისა (Huobi Cloud) და ბოლო ექვსი თვის განმავლობაში 100 – ზე მეტი პარტნიორი მოიძია. კომპანიის მიერ შეთავაზებული Cloud მომსახურება, რომელიც უკვე 2018 წლის ივლისიდან არის ხელმისაწვდომი, მომხმარებლებს საშუალებას აძლევს შექმნან საკუთარი ციფრული აქტივების მართვის მომსახურება, რომელიც ძირითადად გათვლილია ე.წ. OTC და ციფრული აქტივებით ვაჭრობაზე.
კომპანიის წარმომადგენლებმა ასევე აღნიშნეს Houbi – ის პროგრესი ციფრული ვალუტით ვაჭრობის ძირითად ბაზრებზე, როგორებიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, იაპონია და სამხრეთ კორეა. ა.შ.შ. – ში მოღვაწე სტრატეგიულმა პარტნიორმა, რომელიც HBUS – ის სახელით არის ცნობილი (ამჟამად რებრენდინგის მეშვეობით იგი ცნობილია როგორც Huobi.com), ფინანსური დანაშაულია აღსრულების ქსელისაგან (FCEN) ფულადი სახსრებით ბიზნესის წარმოების (MSB) ლიცენზია მოიპოვა. აღსანიშნავია ისიც, რომ ამავე წლის 5 თებერვალს კომპანიამ მომხმარებლებს ე.წ. „fiat – to – crypto” (ქაღალდის ფულიდან კრიპტოვალუტამდე) მომსახურება შესთავაზა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ იაპონიაში კომპანიამ BitTrade – თან შერწყმის შედეგად 17 კრიპტო საქმიანობის ლიცენზია მოიპოვა. კრიპტო ბირჟამ ასევე მიიღო დისტრიბუციური ლეჯერის ტექნოლოგიების (DLT) ლიცენზია გიბრალტარისაგან, ევროპაში ბლოკჩეინის აქტივებით ვაჭრობის უზრუნველსაყოფად.[1]
[1] წყარო: https://cointelegraph.com/news/huobi-reports-100-percent-increase-in-trading-volumes-in-2018-over-2017