Intel – მა ბიტკოინის ენერგო – ეფექტურად მოპოვების პატენტი მოიპოვა

Home » სიახლეები » Intel – მა ბიტკოინის ენერგო – ეფექტურად მოპოვების პატენტი მოიპოვა
03/12/2018
Intel – მა ბიტკოინის ენერგო – ეფექტურად მოპოვების პატენტი მოიპოვა

Intel – მა ბიტკოინის ენერგო – ეფექტურად მოპოვების პატენტი მოიპოვა

გლობალურმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა Intel – მა, რომელიც ცნობილია მისი ფართოდ გამოყენებული კომპიუტერული პროცესორებით, პატენტი მოიპოვა, რომელიც კრიპტოვალუტების მოპოვების სამუშაოებს უკავშირდება. სამშაბათს ა.შ.შ. – ს პატენტებისა და სავაჭრო ნიშნების ოფისმა კომპანიას გადასცა პატენტი, რომლის მიხედვითაც ფირმამ უნდა აწარმოოს „ენერგო ეფექტური მაღალი ქმედითნარიანობის ბიტკოინის მომპოვებელი“ SHA-256 ალგორითმის მეშვეობით, რომელიც ბაზრის კაპიტალიზაციის მიხედვით უმსხვილესი კრიპტოვალუტის (ბიტკოინის) მიერ გამოიყენება. როგორც ცნობილია, Intel – მა ადრეც მოითხოვა მსგავსი ტიპის პატენტი კრიპტოსავალუტო სივრცეში ოპერირებისათვის. იმ დროისათვის Intel – ი აწარმოებდა მაინინგ ჩიპებს 21 Inc – ის მეთალყურეობის ქვეშ, რომელიც მოგვიანებით რებრენდინგის შედეგად Earn.com – ად გადაკეთდა და საბოლოოდ იგი Coinbase – მა შეისყიდა. გაცემული პატენტის მიხედვით, ბიტკოინის მომპოვებლები მიიღებენ ჯილდოებს გაწეული ძალისხმევის პროპორციულად ბლოკის ჯილდოსა და გარიგების საფასურის გათალისწინებით. თუმცა, ბიტკოინის ქსელის მაინინგ დანადგარები ზოგადად მოითხოვენ აპარატურის ამაჩქარებლებს, როგორიცაა აპლიკაციისათვის სპეციფიკური ინტეგრირებული სქემები (ASICs) და, შესაბამისად ისინი მოიხმარენ დიდი რაოდენობით ენერგიას. აპარატურის ამაჩქარებლები ზოგადად საჭიროა 32 ბიტიანი ე.წ. nonce – ების დასამუშავებლად, რომლებიც წარმოადგენენ ტრანზაქციის დროს ერთჯერადად გამოყენებული ბიტების სიმების ერთობლიობას. მიმდინარე ASICs პროცესორები კი აღნიშნულ ტრანზაქციებს ამუშავებენ  სხვადასხვა ეტაპებად დავალებების გადანაწლების მეშვეობით.

პატენტის განმარტების მიხედვით, ბიტკოინის მოპოვებისთვის გამიზნული ASICs პროცესორები გამოიყენება მრავალჯერადი SHA-256 ალგორითმის დასანერგად, რომელსაც შეეძლება ათასობით ჰეშის გადამუშავება ერთ წამში, მაშინ როცა ენერგიის მოხმარება 200 ვატს აღემატება. ახალი მიდგომა ერთმანეთთან ახამებს მიკრო არქიტექტურილ ოპტიმიზაციასა და გარკვეული პარამეტრების შერჩევით დაქსელვას ბიტკოინის მაინინგ გამოთვლებში. აღნიშნული პარამეტრების დაქსელვა შეამცირებს საჭირო გამოთვლების რაოდენობას და აღნიშნული სისტემით მუშაობა ენერგიის მოხმარებას დაახლოებით 15 პროცენტით შეამცირებს და ამავდროუალად იგი წინამორბედთან შედარებით გაციოლებით მცირე ზომის იქნება. პატენტი ასევე მიუთითებს, რომ  32 ბიტიანი ე.წ. nonce – ების დასამუშავებლად საჭირო ენერგიის რაოდენობაც საგრძნობლად შემცირდება.[1]

 

[1] წყარო: https://www.coindesk.com/intel-just-won-a-patent-for-an-energy-efficient-bitcoin-miner

© 2018 MyCoins.ge all rights reserved