IntoTheBlock: “ბიტკოინის ფასის ტრენდი დაბლა მიიწევს”

Home » ბიტკოინი » IntoTheBlock: “ბიტკოინის ფასის ტრენდი დაბლა მიიწევს”
15/08/2024
IntoTheBlock: “ბიტკოინის ფასის ტრენდი დაბლა მიიწევს”

გასული კვირის ქარტეხილების შემდგომ, კრიპტო ბაზარი, ასე თუ ისე, დაწყნარდა, თუმცა, თუ IntoTheBlock-ის ანალიტიკოსებს დავუჯერებთ, წინ კიდევ ერთი “დიფი” გველის. მათი დაკვირვებით, სამშაბათს, კრიპტო ბირჟებიდან მილიარდი დოლარის რაოდენობის USDT განაღდდა. მაისის შემდეგ, ამხელა მოცულობის USDT-ის განაღდება არ დაფიქსირებულა.

“როცა განაღდებული თანხის მოცულობა მილიარდს აჭარბებს, ბიტკოინის ფასის ტრენდი დაბლა მოდის, რაც იმის მანიშნებელია, რომ ინვესტორებს სახსრები ნაკლებრისკიან გარემოში გადააქვთ, მაგალითად, ცივ საფულეებში და ბაზრის რყევებს აკვირდებიან” – აცხადებენ IntoTheBlock-ის ანალიტიკოსები. აქვე, უნდა აღინიშნოს, რომ სხვადასხვა ანალიტიკოსი დიდი მოცულობის განაღდებების ფაქტს სხვადასხვა ინტერპრეტირებას უკეთებს.

კრიპტო-ანალიტიკოსი, მაილს დოჩერი, პლატფორმა X-ზე წერს, რომ “ბიტკოინის ქცევა ძალიან ჰგავს გასული წლის აგვისტო-ოქტომბრის მონაკვეთს”. მოგეხსენებათ, გასული წლის ოქტომბრიდან ყველაზე მაღალი კაპიტალიზაციის მქონე კრიპტოვალუტამ აღმასვლა დაიწყო.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved