საინვესტიციო ბანკ „JP მორგანის“ ანალიტიკოსების აზრით, ბიტკოინის (BTC) ფასი მალე 45 ათას დოლარამდე უნდა გაიზარდოს. მათი განმარტებით, ამაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ ტროას უნცია (31.1 გრამი) ოქროს ფასი 2 000 დოლარამდე გაიზარდა. მათი თქმით, ეს ორი აქტივი, როგორც წესი, ტანდემში მოძრაობს და ინვესტორები მათ განიხილავენ, როგორც ერთმანეთის ალტერნატივას.
„JP მორგანის“ ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ცენტრალური ბანკების მიღმა, ინვესტორები დაახლოებით 3 ტრილიონი დოლარის ოქროს ინახავენ, რომელიც (ტროას უნცია) 2 000 დოლარი ღირს. ისინი ირწმუნებიან, რომ თუ ბიტკოინის (BTC) ფასი 45 000 დოლარს მიაღწევს, მისი საბაზრო კაპიტალიზაციაც 3 ტრილიონ დოლარამდე გაიზრდება.
ამასთან, მათი აზრით, ბიტკოინის (BTC) ეს ფასი, ზედა ზღვარი შეიძლება იყოს და შესაბამისად, ამ აქტივის პოტენციალი შეზღუდულია. ისინი ასევე ამბობენ, რომ ჰალვინგის შემდეგ, ბიტკოინის (BTC) მოპოვებაზე გაღებული ხარჯებიც გაიზრდება და 40 000 დოლარს მიაღწევს. ამიტომ, მოპოვების რენტაბელობისთვის, ფასის ამაზე მაღლა ზრდაა საჭირო.
რაც შეეხება ეთერიუმს, „JP მორგანის“ ანალიტიკოსები, მასთან დაკავშირებით ამბობენ, რომ ამ ალტკოინზე მომუშავე ინვესტორები ამჟამად აქცენტს გაყიდვაზე აკეთებენ, რამაც სესაძლოა, ფასის დაწევა გამოიწვიოს.
გარდა ამისა, ანალიტიკურ კომპანია „სენტიმენტის“ ინფორმაციით, მაისში შემცირების შემდეგ, ბიტკოინის მფლობელთა აქტიური საფულეების რიცხვი ისევ იზრდება. „სენტიმენტისთვის“ ეს აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ კრიპტო ვალუტის ფასმაც ზრდა განაახლოს. გარდა ამისა, რამდენიმე ინდიკატორიც აღმავალი ტრენდის განახლების მოახლოებაზე მიანიშნებს.